„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2632
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025892
2632
30/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
000000000.00.003.025892
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2632 

2020 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი):

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ – „ყ“ ქვეპუნქტები:

„უ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის (უპირატესად, ადმინისტრაცია, პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო, შიდა აუდიტის დეპარტამენტი) შესაბამისი თანამშრომლები;

ფ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული:

ფ.ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (უპირატესად, ადმინისტრაციული დეპარტამენტი და პირები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიების განხორციელებაში) შესაბამისი თანამშრომლები;

ფ.ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ონლაინკლინიკის თანამშრომლები;

ქ) სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მსახურები (რელიგიური წარმომადგენლობის მიუხედავად);

ღ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის „144“-ის თანამშრომლები;

ყ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში:

ყ.ა) მოსათავსებელი უცხოელები – დაუყოვნებლივ;

ყ.ბ) მოთავსებული უცხოელები და მომსახურე პერსონალი – 14 დღეში ერთხელ;

ყ.გ) კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, კონტაქტში მყოფი უცხოელები და სხვა მომსახურე პერსონალი – 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.ა“ – „გ.გ“, „ზ“, „ლ“, „ო.ა“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, გარდა მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე1“, „ე2“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“, „რ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ.“;

გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, დაუცველი კონტაქტების შემთხვევაში, ასევე „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 2021 წლის 1 თებერვლამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“ და „ო.გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ქ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი გახარია.