დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2133 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025939 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2133
2021 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით განსაზღვრული №1 დანართის (კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) ს1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ,,ს1“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 17 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“;
ა.ბ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:
„ჯ) ადრეული განვითარების სპეციალისტები.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე1“, „ე2“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“, „რ“, „უ“, „ფ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, გარდა 31 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები