„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025903
291
05/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
000000000.00.003.025903
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 291

2021 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის,  გარდა ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 აპრილამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 აპრილიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ ლაბორატორიაში.“;

ბ) განკარგულებით დამტკიცებულ დანართის  („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ბ.ა) პირველი პუნქტის:

ბ.ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე  ბავშვთა სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

ე.ა) ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

ე.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;

ე.გ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

ე.დ)  მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;“;

ბ.ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოში შემოსული, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი:

თ.ა) კარანტინის ამოწურვისას, შესაბამისი ჩვენების არსებობისას ან  საკარანტინე სივრცის დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებისას და თვითიზოლაციაზე გადასვლისას, ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

თ.ბ) საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი;“;

ბ.ა.გ) „ფ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ.ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ დაკონტრაქტებული ცენტრალური ონლაინკლინიკის თანამშრომლები;“;

ბ.ა.დ) „შ.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ.გ“, „შ.დ“ და „შ.ე“ ქვეპუნქტები:

„შ.გ)  ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით);

შ.დ) სპორტულ/სავარჯიშო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;

შ.ე) აზარტული და მომგებიანი თამაშის მომსახურების დაწესებულებაში დასაქმებული პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 50%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;“;

ბ.ა.ე) „შ‘‘ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები:

„ჩ) მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;  

ც) თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირები − ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა არანაკლებ 20%-ისა, უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე​1“, „ე​2“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“, „რ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, გარდა 31 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ წესის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ფარგლებში, ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოს თანამშრომლები და „ფ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები პჯრ ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ.“;

ბ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება  განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე ლაბორატორიაში. ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირების ტესტირება განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, უპირატესად პჯრ მეთოდით პულირების გზით.“;

ბ.ე)  მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ამ წესის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებში ტესტირება ხორციელდება პჯრ მეთოდით, არაუმეტეს 20%-ის პულირების გზით.“;

ბ.ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 2021 წლის 1 აპრილამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 4​1 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;

ბ.ზ)  მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. 2021 წლის 1 აპრილამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ტესტირების ნაწილში ვრცელდება 2021 წლის 26 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ირაკლი ღარიბაშვილი