დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2025 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025860 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2025
2020 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა) მე -10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ წესის პირველი და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება, გარდა პირველი პუნქტის „თ.ა“ და „მ“ ქვეპუნქტებისა, ჩატარდეს პჯრ მეთოდით.“;
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში/ობიექტებზე (სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო/საოლქო კომისიებში, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში) დასაქმებულებში კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტების ტესტირება განხორციელდეს 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, ამ დაწესებულებების/ობიექტების ხელმძღვანელების საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები