კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025840
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
975
15/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
000000000.00.003.025840
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/12/2020 - 02/12/2020)

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №975

2020 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი 

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი.

2 . ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის.

4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი და მათი ტესტირების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი გახარია

დანართი №1

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი

1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები, მათ შორის:

ა.ა) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება) დამტკიცებული წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული №1 და №2 დანართებით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

ა.ბ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ა.გ) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით (შემდგომში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანება) განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით), რომელიც მოიცავს ექიმის კონსულტირებას;

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;

გ) სამედიცინო პერსონალი, მათ შორის:

გ.ა) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, მათ შორის, არასამედიცინო პროფილის პერსონალი;

გ.ბ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;

გ.გ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურების თანამშრომლები;

გ.დ) ნებისმიერი სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართულია სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით;

დ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში:

დ.ა) მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

დ.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

ე) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე  ბავშვთა სახლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალებში:

ე.ა) ჩარიცხული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

ე.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, მომსახურებაში განთავსებამდე;

ე.გ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

ე.დ)  მომსახურებიდან არდადეგების დროს გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;

1) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;

2) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების (მ.შ. მოქალაქეთა მისაღები, მონიტორინგის სამმართველო, რეგისტრაციის სამმართველო, სოციალური სამმართველო, ინტეგრაციის სამსახური, საარსებო წყაროების დეპარტამენტი) თანამშრომლები;

ვ) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

ზ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

თ) საქართველოში შემოსული ის პირები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებში და მათი მომსახურე პერსონალი:

თ.ა) კარანტინის ამოწურვისას, შესაბამისი ჩვენების არსებობისას ან  საკარანტინე სივრცის დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებისა და თვითიზოლაციაზე გადასვლისას ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

თ.ბ) საკარანტინე სივრცის მომსახურე პერსონალი;

ი) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;

კ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი;

ლ) ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – პჯრ)) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;

მ) (ამოღებულია - 20.11.2020, №2310) ;

ნ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:

ო.ა) ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;

ო.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;

პ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;

ჟ) (ამოღებულია - 09.10.2020, №1959);

რ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-9 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი) მითითების საფუძველზე;

ს) სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციებსა და სამსახურებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა) დასაქმებული პირები, რანდომულად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.

2. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.ა“ – „გ.გ“, „ლ“ და „ო.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, გარდა მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.დ“, „დ.ა“, „ე.ა“, „ე1“, „ე2“, „ზ“, თ.ბ“, „ი“, „კ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ.“;

4. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, გეგმური ტესტირების შუალედში, ექვემდებარებიან ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ.

41. ამ წესის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, დაუცველი კონტაქტების შემთხვევაში, ტესტირებას ექვემდებარებიან ყოველ 72 საათში ერთხელ.

5. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება  განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე ლაბორატორიაში.

6. ამ წესის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება/ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება  განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტესტირების პუნქტებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საკვლევი მასალის ამღებად.

7. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება და გადაგზავნა ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პერსონალის მიერ, სადაც აღნიშნული პირები არიან რეგისტრირებულნი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნულ დაწესებულებებთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ).

8. (ამოღებულია - 20.11.2020, №2310) .

9. ამ წესის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრული ამბულატორიული დაწესებულებებისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული სიების შესაბამისად.

10. (ამოღებულია - 04.11.2020, №.2166).

11. (ამოღებულია - 04.11.2020, №.2166).

12. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში/ობიექტებზე (სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო/საოლქო კომისიებში, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ  და სხვა  სტრატეგიულ ობიექტებში) დასაქმებულებში კორონავირუსით (SARS – CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კონტაქტების ტესტირება განხორციელდეს 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად, ამ დაწესებულებების/ობიექტების ხელმძღვანელების ოპერაციული შტაბისადმი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

13. ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით ან  პჯრ მეთოდით.

14.  ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებში სტაციონარულ დაწესებულებებში, პირველი პუნქტის „გ“, „თ“, „ს“ ქვეპუნქტებით, 41 პუნქტით გათვალისწინებულ პირებსა და ასევე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ლაბორატორიული სიმძლავრეებიდან გეოგრაფიული დაშორების გათვალისწინებით, ამ განკარგულებით დამტკიცებული №2 დანართის შესაბამისად, რომელიც განახლდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.

15. ამ წესის მე-14 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით ტესტირებისას,   გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის დადებითი შედეგი არ საჭიროებს პჯრ მეთოდით გადამოწმებას, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისად, ექიმის გადაწყვეტილებით, გადამოწმება ხორციელდება პჯრ მეთოდით.

 

დანართი №2

 

 

 

ტესტირების უპირატესი სახეობა ამბულატორულად

თბილისი

პჯრ

აჭარის ა.რ.

 

ქ. ბათუმი

პჯრ

ქედის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

პჯრ

შუახევის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ხულოს მუნიციპალიტეტი

აგსტ

გურია

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

პჯრ

იმერეთი

 

ქ. ქუთაისი

პჯრ

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ვანის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

პჯრ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

პჯრ

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

პჯრ

საჩხერის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

პჯრ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

პჯრ

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ხონის მუნიციპალიტეტი

პჯრ

კახეთი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტი

აგსტ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

პჯრ

დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი

აგსტ

თელავის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

აგსტ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

პჯრ

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ყვარლის მუნიციპალიტეტი

აგსტ

მცხეთა-მთიანეთი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტი

პჯრ

დუშეთის მუნიციპალიტეტი

პჯრ

თიანეთის მუნიციპალიტეტი

აგსტ

მცხეთის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

აგსტ

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ონის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ცაგერის მუნიციპალიტეტი

აგსტ

სამეგრელო-ზემო სვანეთი

 

ქ. ფოთი

პჯრ

აბაშის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

პჯრ

მარტვილის მუნიციპალიტეტი

აგსტ

მესტიის მუნიციპალიტეტი

აგსტ

სენაკის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აგსტ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ხობის მუნიციპალიტეტი

პჯრ

სამცხე-ჯავახეთი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ასპინძის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ახალციხის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

აგსტ

ქვემო ქართლი

 

ქ. რუსთავი

პჯრ

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

აგსტ

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

პჯრ

დმანისის მუნიციპალიტეტი

აგსტ

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

აგსტ

მარნეულის მუნიციპალიტეტი

პჯრ

წალკის მუნიციპალიტეტი

აგსტ

შიდა ქართლი

 

გორის მუნიციპალიტეტი

პჯრ

კასპის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ქარელის მუნიციპალიტეტი

პჯრ

ხაშურის მუნიციპალიტეტი

პჯრ

 

42. 24/01/2024 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 157 - ვებგვერდი, 27/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 31/05/2023 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1030 - ვებგვერდი, 05/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 14/06/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1072 - ვებგვერდი, 15/06/2022 39. 29/03/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 559 - ვებგვერდი, 30/03/2022 38. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 366 - ვებგვერდი, 01/03/2022 37. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 367 - ვებგვერდი, 01/03/2022 36. 01/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 180 - ვებგვერდი, 02/02/2022 35. 17/01/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 74 - ვებგვერდი, 01/02/2022 34. 29/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2416 - ვებგვერდი, 01/02/2022 33. 03/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2133 - ვებგვერდი, 01/02/2022 32. 18/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2008 - ვებგვერდი, 18/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 10/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1970 - ვებგვერდი, 11/11/2021 30. 30/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1752 - ვებგვერდი, 07/10/2021 29. 30/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1751 - ვებგვერდი, 07/10/2021 28. 24/09/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1708 - ვებგვერდი, 06/11/2021 27. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1537 - ვებგვერდი, 01/09/2021 26. 04/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1346 - ვებგვერდი, 04/08/2021 25. 21/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1236 - ვებგვერდი, 18/08/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 18/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1011 - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 17/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 799 - ვებგვერდი, 18/05/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 608 - ვებგვერდი, 16/04/2021 21. 06/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 536 - ვებგვერდი, 18/05/2021 20. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 474 - ვებგვერდი, 26/03/2021 19. 05/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 291 - ვებგვერდი, 05/03/2021 18. 03/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 141 - ვებგვერდი, 10/02/2021 17. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 128 - ვებგვერდი, 29/01/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 20/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 52 - ვებგვერდი, 25/01/2021 15. 30/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2632 - ვებგვერდი, 30/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2345 - ვებგვერდი, 02/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2344 - ვებგვერდი, 02/12/2020 12. 01/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2341 - ვებგვერდი, 04/12/2020 11. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2310 - ვებგვერდი, 24/11/2020 10. 04/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2166 - ვებგვერდი, 04/11/2020 9. 22/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2061 - ვებგვერდი, 23/10/2020 8. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2026 - ვებგვერდი, 21/10/2020 7. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2025 - ვებგვერდი, 21/10/2020 6. 09/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1959 - ვებგვერდი, 09/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1938 - ვებგვერდი, 09/10/2020 4. 14/09/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1777 - ვებგვერდი, 14/09/2020 3. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1661 - ვებგვერდი, 31/08/2020 2. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1423 - ვებგვერდი, 25/08/2020 1. 19/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1039 - ვებგვერდი, 19/06/2020