დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 19/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.001.755 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/11/2023 - 13/12/2023)
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სამართლებრივ საფუძვლებს.
ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში;
[ ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ 1 “ და „ვ 1 “ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ა1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;
[ ა 2 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამ მუხლის „ბ1“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;
ბ1) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია ამ მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში;
ბ2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე;
ბ3) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ბ3.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
ბ3.ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი;
ბ3.გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
ბ3.დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი;
[ ბ 1 ) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება და რომლის შესახებ მონაცემებიც შეტანილია ამ მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში;
ბ 2 ) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე;
ბ 3 ) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ბ 3 .ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
ბ 3 .ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი;
ბ 3 .გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
ბ 3 .დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ბ4) აკრძალულ პირთა სია − ამ მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა;
გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;
[ გ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
დ) სამორინის მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინის წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს აზარტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის სამორინის მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მექანიკურად ამოქმედდება. სამორინის მაგიდა, რომელზედაც სამორინის ორ ან ორზე მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის ერთდროულად ორი ან ორზე მეტი თამაშობა მიმდინარეობს, იმდენ სამორინის მაგიდად მიიჩნევა, სამორინის რამდენ წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა;
დ1) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა;
ე) სათამაშო დარბაზი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, რომელშიც ეწყობა/ტარდება ტოტალიზატორი, ბინგო, ლოტო, ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში − სპეციალური ადგილი, სადაც ტარდება აზარტული თამაშობები. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის/ნაგებობის გარეთა მხრიდან;
ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს;
[ ვ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა;“; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა მიმდინარეობს, რომელზედაც თამაში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია და რომელიც რამდენიმე სათამაშო ადგილისგან შედგება, იმდენ სათამაშო აპარატად მიიჩნევა, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება იგი (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), რომლის მეშვეობითაც ერთი სახეობის რულეტით ან/და რამდენიმე სახეობის რულეტით თამაშობა მიმდინარეობს);
ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების მეშვეობით ბანქოთი თამაშობებს ახორციელებს;
თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია:
თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;
თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;
თ.გ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385);
თ.დ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385);
თ.ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385);
ი) ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;
კ) საპრიზო ფონდი – თანხა, რომელიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის), მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა გათამაშების მონაწილეებთან ნაკისრი ვალდებულებისა. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებაში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე ;
ლ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე; ნივთმოგების მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია მოწყობის პირობებით (რეგლამენტით);
მ) საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა – ფინანსური მექანიზმი, რომლითაც მოგების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტოტალიზატორის მოთამაშეთა ინტერესები და რომლის არსებობაც დასტურდება საბანკო გარანტიით ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისით;
ნ) ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე;
ო) მომგებიანი თამაშობებია:
ო.ა) ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილეც ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;
ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;
ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში;
[ ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;
ო.გ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დროსაც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;
პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი;
[ პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ჟ) სამორინის სეიფი – სპეციალურად მოწყობილი, უფანჯრო ოთახი, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი კარი და სადაც ინახება სამორინის სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინის მაგიდაზე − არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით), სამორინის სათამაშო ინვენტარი, რომელიც სტაციონარულად დამონტაჟებული არ არის (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, ბანქოს დასარიგებელი კარაბინები და სინები, კამათლები და სხვა);
რ) ლატარიის ორგანიზატორი – ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი – პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და რეალიზაციიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;
ტ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ლატარიის ბილეთებს მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნქცია;
უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით;
ფ) სარეალიზაციო მომსახურება − მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის, ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების თანახმად მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მათთვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;
[ ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ღ) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;
ყ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;
შ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი;
ჩ) POS ტერმინალი − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას;
ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;
ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;
წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;
[ წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ჭ) ჯეკპოტის პლატფორმა − გათამაშების უმაღლესი კატეგორია, მისი საწყისი და ზრდადი თანხების განსაზღვრისა და განაწილების წესი;
ხ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა (RNG) − შემთხვევითი რიცხვის წარმოქმნის პროგრამა;
ჯ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
ჰ) მენეჯმენტის სისტემა − თამაშობის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის შიდა მართვის ან/და კონტროლის სისტემა;
ჰ1) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებული ლატარია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა, რომლის/რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც/რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან/და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს, და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;
[ ჰ 1 ) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, რომლის/რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც/ რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან/და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ჰ 2) ბენეფიციარი მესაკუთრე − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
ჰ3) ავტორიზაციის სერტიფიკატი − შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ლატარიას, აზარტულ და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება.
ლატარიას, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობების, ინტერნეტის, ტელეფონის, სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.
[ 1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ის მომსახურებები, რომელთა გაწევაც ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირს.
[ 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის.
5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა, რომელიც განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სავალდებულოა, ამ მუხლით გათვალისწინებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდეს სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისთვის საბანკო გარანტიებს, რომელთა ოდენობები და გამოყენების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბანკო გარანტიების ოდენობები განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით.
4. ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად იხდის მოსაკრებელს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
5. ლატარიის ორგანიზატორს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება ეძლევა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
[ 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.
4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
1. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
ბ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
4. დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.
5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
6. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
1. მომენტალური ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის მოცულობის არანაკლებ 45 პროცენტს.
2. ტირაჟიანი ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეულ ტირაჟში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს. ლატარიის ორგანიზატორი უფლებამოსილია განახორციელოს საპრიზო ფონდის არაუმეტეს 20 პროცენტის რეზერვირება, რომელიც მომდევნო ტირაჟებში გათამაშდება.
3. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობა არ არის შეზღუდული. მას განსაზღვრავს ორგანიზატორი. საპრიზო ფონდის ოდენობა ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში).
4. ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ გათამაშებაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.
5. ლატარიის გათამაშების შედეგად ნივთობრივი მოგება უნდა შეხვდეს მხოლოდ ერთ ბილეთს.
1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;
ბ) სამორინეს მოწყობა;
გ) ტოტალიზატორის მოწყობა;
დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
ე) ლოტოს მოწყობა;
ვ) ბინგოს მოწყობა;
ზ) აზარტული კლუბის მოწყობა;
თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტზე.
2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით – ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინის მოწყობის ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთანავე, სამორინის მოწყობის ერთი ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვით. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთანავე, ტოტალიზატორის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
23. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.
24. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.
25. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.
26. ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული, ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართვა შესაძლებელია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა/ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული, ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ სამორინის მოწყობის ნებართვის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
4. სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს.
5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისათვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს ახალი ნებართვები.
6. შესაძლებელია ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით.
7. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.
8. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა.
9. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
10. აკრძალულია, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.
11. დაუშვებელია, აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა.
1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;
ბ) სამორინის მოწყობა;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება;
დ) ტოტალიზატორის მოწყობა;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება;
ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება;
თ) ლოტოს მოწყობა;
ი) ბინგოს მოწყობა;
კ) აზარტული კლუბის მოწყობა;
ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე.
3. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამაშობა შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
7. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინის დარბაზისგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.
8. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.
9. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.
10. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
11. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
12. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.
13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
14. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
15. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
16. საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ან/და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შემოიღოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობის განსხვავებული წესი.
17. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის/შეჩერების ან/და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
18. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა:
ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა;
ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა − 1 წლის ვადით;
გ) ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − 5 წლის ვადით.
19. სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს.
20. დაუშვებელია სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისთვის სანებართვო მოსაკრებლის სხვა განაკვეთია დადგენილი. აღნიშნულ შემთხვევაში სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ნებართვა უნდა გაიცეს.
21. შესაძლებელია ლოტოს და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.
22. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტმისამართის შეცვლა და ობიექტის ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.
23. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.
24. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.
25. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
26. აკრძალულია, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.
27. დაუშვებელია, აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
თავი II. მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ნებართვების გაცემის პირობები
1. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
ბ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ბ.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
ბ.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა;
ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ბ.დ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
ბ.დ1) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში − გამოსაყენებელი POS ტერმინალების რაოდენობა. უნდა მიეთითოს ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტები;
ბ.დ2) თუ ნებართვის მაძიებელი მომგებიანი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ.ე) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს);
ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის შემთხვევაში − მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა;
ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი, პრიზების ჩამონათვალი და რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;
გ) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;
[ გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
გ1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში:
დ.ა) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ბ) ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ე) (ამოღებულია – 24.04.2012, №6052);
ვ) ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ვ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;
ვ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ვ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ვ.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ვ.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ვ.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ვ.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ვ.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა;
ვ.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
[ ვ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584); (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ზ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
თ) ამ პუნქტის „ბ.დ2“ ან „ვ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
[ თ) ამ პუნქტის „ბ.დ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ი) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
კ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
ლ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
11. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
[ 1 1 . მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული არ არის.
1 2 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;
ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ა.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა;
ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ა.მ) იმ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი, რომლის საფუძველზედაც მოთხოვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
დ) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს;
თ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
1 3 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუშზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა);
გ) ბილეთის ნომერი;
დ) გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი;
ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და დრო;
ზ) თამაშობის ზოგადი წესი;
თ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი.
3. თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაუბრკოლებლად მიწოდება.
4. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.
1. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი;
ე) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;
[ გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.
11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის მისაღებად წარუდგენს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს.
[ 1 1 . (ამოღებულია - 09.02.2023, №2584). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
12. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.
13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).
2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ ან „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა იმავე პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
[ 2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 1 2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის მე-12 მუხლის 1 2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
21. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487);
3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.
4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;
გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
ლატარიის და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი, გათამაშებას ატარებს ბილეთების არასრულად რეალიზების შემთხვევაშიც.
1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად.
2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა, და მათი შეუსრულებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების დარღვევად.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
[თავი III. აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
ბ) სამორინის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) სამორინის მაგიდების ან/და კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი);
ბ.ბ) თითოეულ სამორინის მაგიდაზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები;
ბ.გ) კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე მომსახურების საკომისიოს ოდენობა;
ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და დეტალური წესები;
ბ.ე) სამორინის მუშაობის საათები და წესები; სამორინეში მოქცევის წესები;
ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი;
ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ბ.თ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
გ) სათამაშო ჟეტონის ნიმუშები. ამ ნიმუშებზე თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), ორნამენტი და ფერი;
გ1) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
გ2) სანებართვო მოსაკრებლის (არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
დ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:
დ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:
დ.ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;
დ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;
დ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
დ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
დ.ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
დ.ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
დ.ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
დ.ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
დ.ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
დ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;
დ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
დ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
დ.ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესში მითითებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშის/თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
დ.გ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
დ.დ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცი;
[ დ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584); (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ ან „დ.ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
[ ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით ან ამ მუხლის 1 3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
11. აკრძალულია სამორინის მოწყობის ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
12. აკრძალულია, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.
[ 1 3 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;
ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;
ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა;
ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ა.მ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი;
ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშის/თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
დ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
ე) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
[ 2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
3. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მის მიერ შემუშავებული სააღრიცხვო ფორმების მეშვეობით.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4083 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი და დამამზადებელი ქვეყანა); კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (არსებობის შემთხვევაში). თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
2. აკრძალულია აზარტულ კლუბში იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;
ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდება, მოდიფიკაცია, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი);
ა.გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე განსათავსებელი მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და მოგების მაქსიმალური ოდენობა;
ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და დეტალური წესები;
ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ა 1) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ა2) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად, თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:
ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;
ბ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;
ბ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები); პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ბ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ბ.ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ბ.ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ბ.ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ბ.ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ბ.ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ბ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;
ბ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ბ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
ბ.ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ბ.გ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
[ ბ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584); (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ ან „ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
[ ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის მაძიებლის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
[ ვ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584); (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
[ 1 1 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;
ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;
ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში − თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;
ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;
ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;
ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა;
ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;
ა.მ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი;
ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
ბ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
გ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
დ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
ე) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
ვ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
[ 2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად წარუდგენს მას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესს და დოკუმენტებს/ინფორმაციას.
[ 1. (ამოღებულია - 09.02.2023, №2584). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.
21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს აწვდის აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აგრეთვე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად წარუდგენს მას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესს და დოკუმენტებს/ინფორმაციას.
[ 3. (ამოღებულია - 09.02.2023, №2584). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
4. სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში სამორინეს/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებში ( რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.
5. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაში მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).
[ 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.
5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში), ხოლო სათამაშო აპარატების ცვლილების შემთხვევაში − თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი.
1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).
2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში) სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობის წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა სისტე№მურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის შემთხვევაში ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).
[ 2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ.
2 1 . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ვებგვერდზე მიმდინარე თამაშობების წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მან აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
3. (ამოღებულია - 25.06.2020, №6487).
სათამაშო აპარატებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დადებული ფსონის სულ ცოტა 80 პროცენტი მოგება.
1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სამორინეს მაგიდისა, მათგან ერთი – სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ.
[ 1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ 5 სამორინის მაგიდისა, მათგან 1 − სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
2. სამორინე უნდა შედგებოდეს კლიენტთა მომსახურების ზონისა და სამსახურებრივი სათავსების ზონისაგან. თითოეული ზონისთვის უნდა არსებობდეს ცალკე შესასვლელი.
3. კლიენტებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოების სალარო აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრით, შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სამსახურებრივი სათავსების ზონაში უნდა შედიოდეს სეიფი.
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა;
ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
2. თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება (მათ შორის, იცვლება ჯეკპოტის გაცემის წესი, ხდება არსებული თამაშების ნებისმიერი სახის ცვლილება ან ახალი თამაშების დამატება), იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად აცნობოს მას შესაბამისი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება არსებითად შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება. ამ პუნქტით განსაზღვრული არსებითი ცვლილება ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის, იმ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს:
ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე;
ბ) მოგების ოდენობაზე;
გ) თამაშის არქიტექტურაზე;
დ) თამაშის კომბინაციურ ხაზებზე;
ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG);
ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე.
3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ეს პირობები. მათი შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
თამაშის წესები უნდა განთავსდეს იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდება და მოთამაშეს პირველი მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინონ.
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.
3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო.
1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოიყენოს მის სახელზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები (არსებობის შემთხვევაში).
2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;
[ გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
დ) მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშეს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ;
ე) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ ვადაში;
[ ე) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით)/სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადაში; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ვ) საიდუმლოდ შეინახოს მოთამაშის მიერ მოგებული ან წაგებული თანხების თაობაზე მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები;
[ ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
თ) დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები;
ი) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ი1) არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები;
ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე;
[ ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
მ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ლარს აღემატება;
ნ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული, საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა);
ო) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია;
პ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;
ჟ) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;
ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;
[ ო) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია;
პ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი და აღჭურვოს სათამაშო დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე − მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლებიშესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;
ჟ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;
ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გაცემული შესაბამისი ნებართვის მისაღებად წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობებისა და შეთანხმებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ტ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა ინტერესების დაცვა;
უ) პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
უ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
უ2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
[ უ 1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
უ 2 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს ამ პირის ხელახალი ვერიფიკაცია; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ფ) შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოვალეობები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
ქ) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
[ ქ) ლატარიის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ამ ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
ქ1) თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.
[ ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესისა და ვადის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელი ვალდებულია თამაშობის მოწყობა/ორგანიზება განახორციელოს შერჩეული პირის მიერ მიწოდებული, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზებული POS ტერმინალით. POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
12. ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ზ“, „ი“−„კ“, „მ“, „ჟ“, „ს“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
13. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „კ“−„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
14. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური. ამ საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება მოთამაშის მიერ ფსონის განსათავსებლად (დასადებად) მასზე სესხის გაცემა.
3. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება არასრულწლოვან პირთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ამ პირს ევალება თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, აგრეთვე თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.
4. თამაშობის ორგანიზატორი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლისგან იღებს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას, ვალდებულია ამ თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიღებამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა და არ დაუშვას თავის საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების გამოყენება, რომელიც აღნიშნული ნებართვის მფლობელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ არ არის მიწოდებული.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებული არ არის, შეამოწმოს სათამაშო ჟეტონის, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთის წარმომდგენის უფლებამოსილება, თუ ეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) არ არის განსაზღვრული.
2. თუ მოთამაშემ დაკარგა სათამაშო ჟეტონი, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი, მას უფლება არა აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, თუ მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში.
[ 3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია თამაშობის მოწყობის შესახებ თანხმობის მისაღებად მის მოწყობამდე 2 კვირით ადრე მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას შემდეგი დოკუმენტები:
ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობისათვის:
ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას;
ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს;
ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის ბილეთის ნიმუში;
ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის:
ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას, საპრიზო ფონდის ოდენობას, პრიზების ჩამონათვალს, რაოდენობას და ერთეულის ღირებულებას;
ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს;
ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთის ნიმუში.
2. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (დირექტორის, იურიდიული მისამართის შეცვლის, ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდვის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად. ეს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისაგან.
4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.
5. მომენტალური ლატარია შესაძლებელია მოეწყოს არაუმეტეს 2 წლის ვადით.
1. ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საბჭოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურები, მათ შორის, საბჭოს სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომების მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები.
3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა პირები.
[3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა პირები. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]
1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.
11. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.
[ 1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.
1 1 . აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
12. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.
2. აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა.
3. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
1. სამორინეს მაგიდები, კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო ინვენტარი, რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის, შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.
2. სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მაგიდაზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.
3. სათამაშო აპარატის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ აპარატზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) და კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საქმიანობის დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. დაუშვებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, აგრეთვე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში).
2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის ადგილები (ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობები), სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისა (ტერიტორიული ზონებისა, შენობა-ნაგებობებისა).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია კონტროლი დააწესოს ამ კანონისა და გათამაშების წესების (რეგლამენტის) ყველა პუნქტის მოთხოვნათა შესრულებაზე.
1. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
[ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით.
4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები.
5. შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ.
7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
8. თუ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის/ორგანიზების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.
[ 8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
10. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინსათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან და მის კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის.
11. შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასურის/საფასურების სახეობები, ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
[ 2. თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
3. ლატარიის ბილეთების ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:
ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;
ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;
გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;
მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს;
ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 2 000 ლარს;
ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
[ რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 7 000 ლარს;
ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
11. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურისათვის კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
2. არაუფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 50000 ლარით.
3. არაუფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ყოვ ელი მომდევნო ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150000 ლარით.
1. ამ კანონის 372 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის არაუფლებამოსილ პირს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური.
2. არაუფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ორგანიზების ან/და მოწყობის გამოვლენისა და მისი დაჯარიმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
1. (ამოღებულია).
2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნდეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში.
3. ლიცენზიის მფლობელი (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი ლიცენზიის ნებართვად გადაფორმების თაობაზე, ლიცენზია, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და იმ დოკუმენტთა განახლებული ვარიანტი, რომელთაც გასული აქვთ მოქმედების ვადა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტაციას ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გასცემს ნებართვას (სამორინეებისა და ლატარიების გარდა). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ სხვაობა ლიცენზიის აღების დროს გადახდილ მოსაკრებლის ოდენობასა და ამ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის.
5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები ძალადაკარგულად ითვლება.
6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადით.
7. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ინფორმირება ამ კანონით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ.
8. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრებზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის განსაზღვრა.
9. ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლის 12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ამ კანონის ძალაში შესვლამდე გაცემული ლიცენზიების, აგრეთვე ნებართვების მფლობელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო ნორმების შესრულებაზე კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს შექმნა და მისი რეგლამენტის დამტკიცება უზრუნველყოს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის 111 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი განსაზღვროს არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 მარტი.
№1180-Iს
დოკუმენტის კომენტარები