„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 18/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.05.001.002.435
  • Word
3774
01/12/2006
სსმ, 47, 18/12/2006
040.170.310.05.001.002.435
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები შეიძლება ჩატარდეს ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოგების გაცემის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა მოგებახვედრილი ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

4. არარეალიზებული და მოგებახვედრილი ბილეთების (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლოტოს, ბინგოს და სხვა მომგებიანი თამაშობების ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 1 დეკემბერი.

№3774_რს