დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლვილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2610 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 31/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.002.154 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება გაუგრძელდეთ ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2610-რს
დოკუმენტის კომენტარები