„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2616-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.020825
2616-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
040170310.05.001.020825
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2616-XIმს-Xმპ