„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6487-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.019926
6487-IIს
25/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
040170310.05.001.019926
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სამართლებრივ საფუძვლებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;

დ) სამორინის მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინის წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს აზარტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის სამორინის მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მექანიკურად ამოქმედდება. სამორინის მაგიდა, რომელზედაც სამორინის ორ ან ორზე მეტ წარმომადგენელსა და  მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის ერთდროულად ორი ან ორზე მეტი თამაშობა მიმდინარეობს, იმდენ სამორინის მაგიდად მიიჩნევა, სამორინის რამდენ წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა;“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სათამაშო დარბაზი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, რომელშიც ეწყობა/ტარდება ტოტალიზატორი, ბინგო, ლოტო, ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში − სპეციალური ადგილი, სადაც ტარდება აზარტული თამაშობები. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის/ნაგებობის გარეთა მხრიდან;

ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან  ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა მიმდინარეობს, რომელზედაც თამაში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია და რომელიც რამდენიმე სათამაშო ადგილისგან შედგება, იმდენ სათამაშო აპარატად მიიჩნევა, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება იგი (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), რომლის მეშვეობითაც ერთი სახეობის რულეტით ან/და რამდენიმე სახეობის რულეტით თამაშობა მიმდინარეობს);“;

დ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების მეშვეობით ბანქოთი თამაშობებს ახორციელებს;“;

ე) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი;

ჟ) სამორინის სეიფი – სპეციალურად მოწყობილი, უფანჯრო ოთახი, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი კარი და სადაც ინახება სამორინის სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინის მაგიდაზე − არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით), სამორინის სათამაშო ინვენტარი, რომელიც სტაციონარულად დამონტაჟებული არ არის (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, ბანქოს დასარიგებელი კარაბინები და სინები, კამათლები და სხვა);“;

ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;“;

ზ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;

ყ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;“;

თ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი;“;

ი) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

„ჩ) POS ტერმინალი − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას;“;

კ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“−„ჰ1“ ქვეპუნქტები:

„ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − თამაშობის ორგანიზატორისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე;

ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების თამაშობის ორგანიზატორისთვის მიწოდებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე;

წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თავისი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებასთან;

ჭ) ჯეკპოტის პლატფორმა − გათამაშების უმაღლესი კატეგორია, მისი საწყისი და ზრდადი თანხების განსაზღვრისა და განაწილების წესი;

ხ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა (RNG) − შემთხვევითი რიცხვის წარმოქმნის პროგრამა;

ჯ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

ჰ) მენეჯმენტის სისტემა − თამაშობის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის შიდა მართვის ან/და კონტროლის სისტემა;

1) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებული ლატარია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა, რომლის/რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც/რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან/და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს, და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;“;

ლ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ და „ჰ3“ ქვეპუნქტები:

„ჰ2) ბენეფიციარი მესაკუთრე − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი;

3) ავტორიზაციის სერტიფიკატი − შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტზე.“;

გ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინის მოწყობის ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთანავე, სამორინის მოწყობის ერთი ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვით. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთანავე, ტოტალიზატორის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.“;

დ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.“;

ე) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2და 26 პუნქტები:

„25. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.

26. ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული, ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართვა შესაძლებელია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა/ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული, ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.“;

ვ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ სამორინის მოწყობის ნებართვის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

4. სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს.“;

ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.“;

თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-11 პუნქტები:

„9. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

10. აკრძალულია, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს ან აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.

11. დაუშვებელია, აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“;

ბ.ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ1) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში − გამოსაყენებელი POS ტერმინალების რაოდენობა. უნდა მიეთითოს ავტორიზაციის სერტიფიკატის რეკვიზიტები;“;

ბ.გ) „ბ.დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ2“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ2) თუ ნებართვის მაძიებელი მომგებიანი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;“;

ბ.დ) „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის შემთხვევაში − მომგებიანი თამაშობების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა;

ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი, პრიზების ჩამონათვალი და რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის მწარმოებლის ან მომსახურების გამწევის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში:

დ.ა) საპრიზო ფონდის არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ.ბ) ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას;“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტის:

ე.ა) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), მოგების გაცემის წესი და ვადა, პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;“;

ე.ბ) „ვ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ვ“  ქვეპუნქტი:

„ვ.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;“;

ე.გ) „ვ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ზ“ და „ვ.თ“ ქვეპუნქტები:

„ვ.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;

ვ.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;“;

ე.დ) „ვ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ი“−„ვ.ლ“ ქვეპუნქტები:

„ვ.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;

ვ.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა;

ვ.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;“;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

თ) ამ პუნქტის „ბ.დ2“ ან „ვ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;

ი) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;“;

ზ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;

ლ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;“;

თ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“.

7. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;

დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.“;

ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია POS ტერმინალების რაოდენობის ან/და გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (POS ტერმინალების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ ან „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა იმავე პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“;

დ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების (გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა) შეტანა. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ.“;

ვ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს. ამ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს დასამზადებელი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა, და მათი შეუსრულებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების დარღვევად.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“.

9. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აზარტული თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და ნებართვების გაცემის პირობები“.

10. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“−„გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორინის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) სამორინის მაგიდების ან/და კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი);

ბ.ბ) თითოეულ სამორინის მაგიდაზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები;

ბ.გ) კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე მომსახურების საკომისიოს ოდენობა;

ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და დეტალური წესები;

ბ.ე) სამორინის მუშაობის საათები და წესები; სამორინეში მოქცევის წესები; 

ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი;

ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;

ბ.თ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;

გ) სათამაშო ჟეტონის ნიმუშები. ამ ნიმუშებზე თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), ორნამენტი და ფერი;

1) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;“;

ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) სანებართვო მოსაკრებლის (არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:

დ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:

დ.ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;

დ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;

დ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;

დ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

დ.ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;

დ.ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;

დ.ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;

დ.ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;

დ.ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;

დ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;

დ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;

დ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;

დ.ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესში მითითებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშის/თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

დ.გ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

დ.დ) თამაშების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;“;

ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ ან „დ.ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;

ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“;

ბ) 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აკრძალულია სამორინის მოწყობის ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

12. აკრძალულია, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მის მიერ შემუშავებული სააღრიცხვო ფორმების მეშვეობით.“.

11. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი და დამამზადებელი ქვეყანა); კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის/საკომისიოს ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (არსებობის შემთხვევაში). თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;

ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.“.

12. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს:

ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;

ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდება, მოდიფიკაცია, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი);

ა.გ)  თითოეულ სათამაშო აპარატზე განსათავსებელი მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და მოგების მაქსიმალური ოდენობა;  

ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების  ჩამონათვალი და დეტალური წესები;

ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;

ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

2) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად, თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში:

ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება;

ბ.ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;

ბ.ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები); პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;

ბ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

ბ.ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;

ბ.ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;

ბ.ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;

ბ.ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა;

ბ.ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი;

ბ.ა.კ) თამაშების მართვის სისტემის აღწერილობა;

ბ.ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა;

ბ.ა.მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;

ბ.ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

ბ.გ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;“;

ე) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ ან „ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;

ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის მაძიებლის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“.

13. 201 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად  წარუდგენს მას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესს და დოკუმენტებს/ინფორმაციას.“;

ბ) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს აწვდის აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აგრეთვე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.

3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად წარუდგენს მას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის წესს და დოკუმენტებს/ინფორმაციას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაში მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში).

6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი მის მიერ გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და დამატების შემთხვევაში), ხოლო სათამაშო აპარატების ცვლილების შემთხვევაში − თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში) სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობის წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად, შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში − ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის შემთხვევაში ცვლილების განხორციელების შესახებ შეტყობინება მისი განხორციელებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 და 242 მუხლები:

„მუხლი 241

1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა;

ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;

ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.

2. თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება (მათ შორის, იცვლება ჯეკპოტის გაცემის წესი, ხდება არსებული თამაშების ნებისმიერი სახის ცვლილება ან ახალი თამაშების დამატება), იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად აცნობოს მას შესაბამისი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება არსებითად შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება. ამ პუნქტით განსაზღვრული არსებითი ცვლილება ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის, იმ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს:

ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე;

ბ) მოგების ოდენობაზე;

გ) თამაშის არქიტექტურაზე;

დ) თამაშის კომბინაციურ ხაზებზე;

ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG);

ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე.

3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.

4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები.

მუხლი 24 2

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ეს პირობები. მათი შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“.

16. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები“.

17. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ბ) განახორციელოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია;

გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშეს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ;

ე) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ ვადაში;

ვ) საიდუმლოდ შეინახოს მოთამაშის მიერ მოგებული ან წაგებული თანხების თაობაზე მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები;

თ) დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები;

ი) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები;

ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე;

მ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ლარს აღემატება;

ნ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული, საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა);

ო) კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია;

პ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;

ჟ) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (შემოწმება) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;

ს) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

ტ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა ინტერესების დაცვა;

უ) პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;

ფ) შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოვალეობები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია;

ქ) ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანა და ანგარიშიდან გატანა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ღ) მოთამაშის პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელი ვალდებულია თამაშობის მოწყობა/ორგანიზება განახორციელოს შერჩეული პირის მიერ მიწოდებული, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზებული POS ტერმინალით. POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“;

გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

„12. ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ზ“, „ი“, „კ“, „მ“, „ჟ“, „ს“ და „ფ“−„ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

13. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „კ“−„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.“;

დ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება მოთამაშის მიერ ფსონის განსათავსებლად (დასადებად) მასზე სესხის გაცემა.

3. ლატარიის ორგანიზატორს, თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს ეკრძალება არასრულწლოვან პირთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ამ პირს ევალება თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, აგრეთვე თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.“;

ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. თამაშობის ორგანიზატორი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლისგან იღებს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას, ვალდებულია ამ თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიღებამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს მოსთხოვოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა და არ დაუშვას თავის საქმიანობაში ისეთი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების გამოყენება, რომელიც აღნიშნული ნებართვის მფლობელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ არ არის მიწოდებული.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს  ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.“.

18. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 21 წლამდე ასაკის პირისთვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან/და თამაშობებში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი ფიზიკური ან ელექტრონული სახით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ინახება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

19. 33-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მაგიდაზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სათამაშო აპარატის თამაშობისთვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ აპარატზე განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) და კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1

შერჩეული პირი

მუხლი 361

1. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სათამაშო აპარატის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით.

4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები.

5. შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ.

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

8. თუ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის/ორგანიზების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად,  შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.

9. ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.

10. ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინსათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან და მის კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის.

11. შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასურის/საფასურების სახეობები, ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

21. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“.

22. 371 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 2 000 ლარს;

ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოსავლების სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს შერჩეულ პირთან ხელშეკრულების დადება.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედი ნებართვების მფლობელებმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა უზრუნველყონ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ/დამატებით სანებართვო პირობებთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვისა და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი/ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელებმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ/დამატებით სანებართვო პირობებთან შესაბამისობა.

4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელმა სუბიექტებმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.

5. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელმა და ლატარიის ორგანიზატორმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა განახორციელონ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედი სამორინის მოწყობის ნებართვისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელებმა 2021 წლის 1 მარტიდან საქმიანობა განახორციელონ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო ფორმებით.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის წესის დადგენა.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანისა და ანგარიშიდან გატანის წესის დადგენა.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს სამორინის მოწყობის ნებართვისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სააღრიცხვო ფორმების დამტკიცება.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცება.

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცება.

12. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლის და შერჩეული პირის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით.

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ზ“ და „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა, მე-6 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „დ“, „ე.ბ“−„ე.დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, მე-7 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებისა, მე-9−მე-12 პუნქტებისა, მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-14 პუნქტისა, მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 241 მუხლისა, მე-16 პუნქტისა, მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ო“, „ჟ“ და „უ“−„ქ“ ქვეპუნქტებისა, მე-17 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, მე-18 პუნქტისა, მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 21-ე პუნქტისა და 22-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტები, მე-10 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (გარდა „ბ.თ“ ქვეპუნქტისა), „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები, მე-10 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-14 პუნქტი, მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ო“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები და მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტი, მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 241 მუხლი, მე-16 პუნქტი, მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი, მე-17 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 21-ე პუნქტი და 22-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.გ“, „ე.ბ“, „ე.დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-11 პუნქტი, მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2020 წ.

N6487-IIს