„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 26/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.05.001.003.486
  • Word
1126
24/03/2009
სსმ, 6, 26/03/2009
040.170.310.05.001.003.486
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტისა, რომელიც მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებში სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს მიმდინარე წელს ლატარიის ბილეთების რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახსრების 75 პროცენტზე ნაკლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. 38- მუხლის:

) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა დასალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნდეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში.“.

    მუხლი 2.

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული ლატარიის ფონდის ლიკვიდაცია.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 მარტი.

№1126_I