დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3142 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 31/05/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.002.258 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული პირი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 7 პროცენტს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20 პროცენტს – ფონდში, რომელიც მოხმარდება ფონდის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3142-Iს
დოკუმენტის კომენტარები