დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1912-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.018755 |
1912-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
040170310.05.001.018755
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1912-რს |
დოკუმენტის კომენტარები