დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 18/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.002.953 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის ან/და თამაშობის შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე. ტოტალიზატორი იმართება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ შენობაში;“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში რეგისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელთა დაჯარიმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.
3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.
9. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს სალაროები აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრებითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.“.
4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
ლატარიას, წამახალისებელ გათამაშებას ხელმძღვანელობს მომწყობი კომისია, რომელსაც ქმნის ორგანიზატორი და რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მივლინებული წარმომადგენელი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში წამახალისებელი გათამაშებების ჩატარებისას – საჭიროების შემთხვევაში – ფინანსების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან ადგილობრივი საფინანსო ორგანოს წარმომადგენელი. მომენტალური ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების შემთხვევაში კომისია ამოწმებს გამოშვებული ბილეთების რაოდენობას.“.
5. მე-20 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კლიენტებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოების სალარო აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამორინე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს სამორინეს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც მათი დაცვა უზრუნველყოფილი იქნება, და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.“.
6. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. სათამაშო აპარატების სალონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც მათი დაცვა უზრუნველყოფილი იქნება, და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.
4. სათამაშო აპარატების სალონის სალარო აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.“.
7. 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს.“.
8. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32
21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში თამაში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატებთან თამაში ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით მოთამაშეთა ასაკის შემოწმება.“.
9. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ლატარიების, აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ – 1000 ლარს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.“.
10. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ინფორმირება ამ კანონით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ.
8. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრებზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის განსაზღვრა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 3 ივლისი.
№5180–რს
დოკუმენტის კომენტარები