დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3045 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.004.026 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;“.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით – ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“.
3. 111 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო ამოწმებს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის შესაბამისობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიმართავს ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებულ საბჭოს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების (თანხმობის) მიღების შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს უფლება ეძლევა, მიმართოს შემოსავლების სამსახურს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მისაღებად.
4. ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიცემის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი ვალდებულია სააგენტოს გადაუხადოს მომსახურების საფასური – 10000 ლარი.“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტის:
ა.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებულ საბჭოსთან შეთანხმებული თამაშობის ზოგადი წესი);“;
ა.ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;“;
ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – აგრეთვე ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს თანხმობა და სააგენტოსთვის გადახდილი მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.
5. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს, დასამ„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი ზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთის ნიმუში 2 ეგზემპლარად.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდვის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“;
გ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთის ნიმუში 2 ეგზემპლარად;
გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით.“.
6. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (სათამაშო ინვენტარის შეცვლის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
„მუხლი 311
1. ამ კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საბჭოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურები, მათ შორის, საბჭოს სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომების მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები.
3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკური განვითარების და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების სისტემის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა პირები.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:
„მუხლი 391
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს შექმნა და მისი რეგლამენტის დამტკიცება უზრუნველყოს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3045–Iს
დოკუმენტის კომენტარები