„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5246-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111122013, 22/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.016467
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5246-IIს
08/11/2011
ვებგვერდი, 111122013, 22/11/2011
040170310.05.001.016467
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვ გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით.“.

2. 371 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ (გარდა ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1000 ლარს;

1) სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5449 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5246–II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5449 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.