დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4083-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.017893 |
|
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნასამართლობის შესახებ ცნობა;“; ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. აკრძალულია სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. 12. აკრძალულია, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.“. 2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლის 12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 22 ივლისი 2015 წ. N4083-რს |
დოკუმენტის კომენტარები