დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5138-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111019020, 19/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.016436 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5138–IIს
დოკუმენტის კომენტარები