დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5859-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.016632 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ო.დ ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დრო საც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული , დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გ ათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უ ნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალი სწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილება მიანიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 16 მარტი.
№5859 –I ს
დოკუმენტის კომენტარები