„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 20/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.05.001.002.023
  • Word
2237
09/12/2005
სსმ, 54, 20/12/2005
040.170.310.05.001.002.023
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, გვ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, სამორინეების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემას, სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელთა დაჯარიმებას, ნებართვის გაუქმებას, მასში ცვლილებების შეტანას და უწყებრივ სანებართვო რეესტრში რეგისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომგებიანი თამაშობების (ბინგო, ლოტო, ტოტალიზატორი, წამახალისებელი გათამაშება) ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩასატარებლად გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, სადაც მზადდება ლატარიის ბილეთი ან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი მათი დასამზადებელი რაოდენობისა და დამზადების ღირებულების მითითებით;

დ) მომგებიანი თამაშობების გათამაშების წესები (რეგლამენტი). ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს გათამაშების წესებში (რეგლამენტში) უნდა აისახოს მოგებათა გარანტირებული გაცემის მექანიზმი, წარმოდგენილი საპრიზო ფონდის (მოგების) უზრუნველყოფის ფარგლებში;

ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში ოთხ ეგზემპლარად, გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. იურიდიული პირის შემთხვევაში ბილეთის ნიმუში დამტკიცებული უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.

2. მომგებიანი თამაშობის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) იურიდიული (ფიზიკური) პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი;

ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა);

გ) ბილეთის ნომერი (პოლიგრაფიულად შესრულებული ნიმუშისათვის ნუმერაცია 1-დან თანმიმდევრობით, მოცულობის შესაბამისად);

დ) გაცემული ნებართვის ნომერი;

ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

ვ) თამაშის ზოგადი წესი;

ზ) მოგების მიღების ვადა და ადგილი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და თამაშის წესების დაუბრკოლებლად მიწოდება მომხმარებლებზე და მოთამაშეებზე.

4. ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორ ეგზემპლარად უნდა წარედგინოს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

ბ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;

გ) საპრიზო ფონდი;

დ) პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა და ღირებულება (გარდა ტოტალიზატორის, ლოტოსი და ბინგოსი);

ე) მომგებიანი თამაშობის ფულადი ან ნივთობრივი მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღისა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადა განისაზღვრება გათამაშებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მოგების გაცემა უნდა განხორციელდეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.

5. ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს ორგანიზატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის დოკუმენტი, არანაკლებ 10 000 ლარისა.

6. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეულ ობიექტზე.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა.“.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ცვლილების შეტანის (რომელიც არ გამოიწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას) შემთხვევაში, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშებამდე ორი კვირით ადრე, თანხმობის მიღების მიზნით, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართვა არ განიხილება. ერთი კონკრეტული ციკლის (ტირაჟის) დასრულებამდე წამახალისებელ გათამაშებაში ცვლილებები არ დაიშვება.“.

7. მე-20 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) სეიფი. “.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7. სეიფი წარმოადგენს სპეციალურად მოწყობილ ოთახს, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა თითოეულ სათამაშო მაგიდაზე სულ ცოტა, 10 000 ლარის ოდენობით, სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო მოწყობილობა, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული. ამ სახის მოწყობილობას განეკუთვნება:

ა) ბურთულები რულეტისათვის;

ბ) სათამაშო ჟეტონები;

გ) ბანქოს დასტები;

დ) კარაბინები ბანქოს დასარიგებლად;

ე) სინები ბანქოს დასარიგებლად;

ვ) კამათლები. “.

8. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. სამორინეს ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იურიდიულმა (ფიზიკურმა) პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისთვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამორინეს დებულება, რომელშიც მოცემულია: სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; მინიმალური და მაქსიმალური ფსონის სიდიდე; სამორინეში მოქცევის წესები;

დ) სამორინეში არსებული დანადგარების (სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები) ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის მითითებით;

ე) სათამაშო ჟეტონების ნიმუშები.“.

9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. სათამაშო აპარატების სალონის ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იურიდიულმა (ფიზიკურმა) პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისთვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის მითითებით;

დ) სათამაშო აპარატების თამაშების მოკლე აღწერილობები, თითოეულ აპარატზე მაქსიმალური ფსონისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით.“.

10. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„ 4. სამორინეს ორგანიზატორი უფლებამოსილია არ შეასრულოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-20 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ სამორინეს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნ-ქტის შესაბამისად, საქმიანობის განახლებამდე.“.

12. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სათამაშო დანადგარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თამაშობებში მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნების არსებობის შემთხვევაში (სანომრე ნიშანი, საქარხნო ნომერი, დამზადების თარიღი, დამამზადებელი ქვეყანა).“.

13. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია კონტროლი დააწესოს ამ კანონისა და გათამაშების წესების (რეგლამენტის) ყველა პუნქტის მოთხოვნათა შესრულებაზე.“.

14. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

      მუხლი 371

ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7000 ლარს;

ბ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2000 ლარს;

გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

დ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

ე) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 დეკემბერი.

№2237_IIს