დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1145 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 13/04/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.310.05.001.003.498 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №37, 17.12.2008, მუხ. 239) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. 2009 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ტენდერის ჩატარება ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად. ეს ნორმა გავრცელდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 მარტი.
№1145_Iს
დოკუმენტის კომენტარები