დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5385-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.018146 |
|
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „თ.გ“–„თ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა, რომელიც განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სავალდებულოა, ამ მუხლით გათვალისწინებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდეს სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისთვის საბანკო გარანტიებს, რომელთა ოდენობები და გამოყენების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბანკო გარანტიების ოდენობები განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. 4. ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად იხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტი განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. 5. ლატარიის ორგანიზატორს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება ეძლევა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტირაჟიანი ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეულ ტირაჟში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს. ლატარიის ორგანიზატორი უფლებამოსილია განახორციელოს საპრიზო ფონდის არაუმეტეს 20 პროცენტის რეზერვირება, რომელიც მომდევნო ტირაჟებში გათამაშდება.“. 4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა);“. 5. 31-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია თამაშობის მოწყობის შესახებ თანხმობის მისაღებად მის მოწყობამდე 2 კვირით ადრე მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას შემდეგი დოკუმენტები: ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობისათვის: ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას; ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის ბილეთის ნიმუში; ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის: ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას, საპრიზო ფონდის ოდენობას, პრიზების ჩამონათვალს, რაოდენობას და ერთეულის ღირებულებას; ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთის ნიმუში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად. ეს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისაგან.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მომენტალური ლატარია შესაძლებელია მოეწყოს არაუმეტეს 2 წლის ვადით.“. 6. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა.“. 7. 372 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურისათვის კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვების მიზნით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირის მიმართ მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96). 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5385-IIს |
დოკუმენტის კომენტარები