დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4933-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110630018, 30/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.05.001.016357 |
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოსა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვები გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა – 5 წლის ვადით.“.
2. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“.
მუხლი 2. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე ვადა უგრძელდება 2012 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას 2012 წლის 1 იანვრიდან არ აქვს იურიდიული ძალა.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4933-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები