„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 862-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.018457
862-IIს
17/05/2017
ვებგვერდი, 30/05/2017
040170310.05.001.018457
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N862-IIს