„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6052-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.016685
  • Word
6052-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
040170310.05.001.016685
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) და 1 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის , კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში;

1 ) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;“;

ბ) „გ“, „დ“ და „დ1 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;

დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;

1 ) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1 “ ქვეპუნქტი:

  „ზ1 ) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია კლუბის მაგიდა (მაგიდები), რომელიც არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი ოთახი, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10 000 ლარის ოდენობით), სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტის თვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.); ;

ე) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევისა.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:

ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;

ბ) სამორინეს მოწყობა;

გ) ტოტალიზატორის მოწყობა;

დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;

ე) ლოტოს მოწყობა;

ვ) ბინგოს მოწყობა;

ზ) აზარტული კლუბის მოწყობა.“;

ბ) 21   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის თვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.“;

გ) 22  პუნქტშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23  და 24  პუნქტებ ი:

 „23 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვ გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად .

24 . აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით მოწყობილ ობიექტზე.“;

დ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირების თვის.

5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართის თვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/ და ტოტალიზატორის მოწყობის თვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს ახალი ნებართვები.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: სამორინეში არსებული სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; კლუბის მაგიდის არსებობის შემთხვევაში – მომსახურების პროცენტის ოდენობა; მოგების გაცემის ვადა და ადგილი; პრეტენზიის განხილვის ვადა;“;

ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191  მუხლი:

„მუხლი 191

1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. აკრძალულია აზარტულ კლუბში იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“.

7. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

8. 201  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“.

9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).

2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

3. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება განათავსოს თამაშობისათვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

10. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სამორინეს მაგიდისა, მათგან ერთი – სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ.“.

11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28

1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.

3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო.“.

12. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის გაცემა ფსონის დასადებად.“.

13. 31 1  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

14. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 21 წლამდე ასაკის პირის თვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის თვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობ ში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობ ში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.

15. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33

1. სამორინეს მაგიდები, კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო ინვენტარი, რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის, შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.

2. სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდებისა და სათამაშო აპარატების თამაშობისათვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.“.

16. 371  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6052- I