"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4063-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.016106
  • Word
4063-რს
15/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
040170310.05.001.016106
"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 111 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევამდე წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი ვალდებულია სააგენტოს გადაუხადოს მომსახურების საფასური – 10 000 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სააგენტოს მიერ უარყოფითი შეფასების მიღების ან ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გადახდილი მომსახურების საფასური.

6. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) თამაშობის ზოგადი წესი (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევისა, როდესაც თამაშობის ზოგადი წესი შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად);“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – აგრეთვე ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული საბჭოს თანხმობა, სააგენტოს მიერ დამოწმებული, საბჭოსთან შეთანხმებული თამაშობის ზოგადი წესი და სააგენტოსთვის გადახდილი მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 392 მუხლი:

     „მუხლი 392

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის 111 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი განსაზღვროს არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ იმ პირებზე, რომლებმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ კანონის ამოქმედებამდე წერილობით წარუდგინეს თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4063–რს