ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • Word
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.000.304
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1139
10/12/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
470.000.000.05.001.000.304
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/07/2000 - 13/12/2000)

საქართველოს კანონი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

    მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3

გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტონომია პაციენტის – პაციენტის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი;

ბ) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;

გ) არამართვადი ინფექციები – ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები;

დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლების, ექიმის სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირის მიერ საექიმო საქმიანობის წარმოება;

ე) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით;

ვ) ევთანაზია – მომაკვდავი ავადმყოფისათვის მისივე თხოვნით დახმარების გაწევა სიცოცხლის შესაწყვეტად;

ზ) ენდემური დაავადება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება;

თ) თანდაყოლილი დაავადება – ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი;

ი) ინფექციური დაავადების გამომწვევი კულტურა – სპეციალურ საკვებ ნიადაგზე გამრავლებული მიკროორგანიზმები;

კ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ;

ლ) კრიტიკული მდგომარეობა – ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია;

მ) მეორე აზრი – ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია);

ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა – „სოციალური სიკვდილი“, ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა;

ო) მცდარი სამედიცინო ქმედება – ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა;

პ) ნაგულისხმები თანხმობა – სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა, გაესაუბრა მას, გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ;

ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის და/ან დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით;

რ) პაციენტი – პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს სამედიცინო დახმარებით;

ს) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

ტ) პირველადი სამედიცინო დახმარება – ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სისტემის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც მოიცავს ფართოდ გავრცელებული დაავადებების, ძირითადი ინფექციური დაავადებების მკურნალობას და პროფილაქტიკას; მოსახლეობის ადეკვატური საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით უზრუნველყოფას და სანიტარიულ კეთილმოწყობას; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას; ოჯახის დაგეგმვას; მოსახლეობის აუცილებელი მედიკამენტებით მომარაგებას;

უ) რეანიმაცია – სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების კომპლექსი;

ფ) რეციპიენტი – პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები;

ქ) საკარანტინო (კონვენციური) დაავადებები – განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები (ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი), რომლის დროსაც შეიძლება გამოცხადდეს კარანტინი.

ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა – ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავება;

ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – სადიაგნოზო, სამკურნალო, საპროფილაქტიკო, სარეაბილიტაციო ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება;

შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი – სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს;

ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო – ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს;

ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელიც ტარდება ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან რეაბილიტაციის მიზნით;

ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები – ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი);

წ) ტერმინალური სტადია – უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია;

ჭ) ტვინის სიკვდილი – სპეციალური საშუალებებით სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა;

ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სპეციალისტის მიერ პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივი გაღრმავება და განახლება, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;

ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა – შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები;

ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) – ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი.

    მუხლი 4

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:

ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება;

გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში;

დ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა;

ე) სასჯელის აღსრულების დაწესებულებებში მყოფ პაციენტთა, აგრეთვე, ამა თუ იმ დაავადებით შეპყრობილთა დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას;

ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება;

ზ) მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;

თ) ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე;

კ) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მასში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა;

ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სამედიცინო პერსონალის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისა და სამედიცინო სასწავლებლების, აგრეთვე, სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებისათვის;

მ) სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში;

ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნება და თანაბარუფლებიანი არსებობა;

ო) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ქმედებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება;

პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; სახელმწიფო სექტორის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების თვითანაზღაურებისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად საფინანსო, სამეურნეო, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და მართვის სისტემის ავტონომია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) არსებული რესურსების შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სამედიცინო-ბიოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის კვლევათა დაფინანსება, ამ მიზნით კერძო სექტორიდან სახსრების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა;

რ) პროფესიული გაერთიანებების, აგრეთვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობის გზით.

თავი II

მოქალაქეთა უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

    მუხლი 5

საქართველო მოქალაქეებს უფლება აქვთ ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით. რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 6

1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

2. დაუშვებელია სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პაციენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას.

    მუხლი 7

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე, მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 8

1. სამკურნალო, სადიაგნოზო, სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა მისი ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებისთვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სამეცნიერო კვლევაში მონაწილე ავადმყოფის და ჯანმრთელი მოხალისის უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანზე ბიოსამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აღიარებული საერთაშორისო ნორმებით.

3. სამედიცინო განათლების პროცესში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ინფორმირებული თანხმობა.

    მუხლი 9

პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე, უფლება აქვს უარი თქვას სამეცნიერო კვლევაში ან სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე.

    მუხლი 10

ყველა პირს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ.

    მუხლი 11

ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის განხორციელება, მისი ჩართვა სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში დასაშვებია მხოლოდ მისი წინასწარ გაცხადებული ნების (როცა ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი) გათვალისწინებით, ხოლო ამ უკანასკნელის არარსებობისას – მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით.

    მუხლი 12

ქმედუუნარო და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით.

    მუხლი 13

წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისათვის სამედიცინო დახმარება, მათ შორის შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში. სამედიცინო დახმარება განხორციელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.

    მუხლი 14

პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეიცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს არჩევანის შესაძლებლობას.

თავი III

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვა, ორგანიზაცია და დაფინანსება

    მუხლი 15

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ევალება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

    მუხლი 16

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექნიზმებია:

ა) სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირება;

ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

გ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა და ჰიგიენური ნორმირება;

დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება;

ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისთვის ხელშეწყობა;

ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელშეწყობა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 17

ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 18

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო მართვაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, მონაწილეობენ პროფესიული გაერთიანებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები.

    მუხლი 19

მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა წესრიგდება საქართველოს კანონით “სამედიცინო დაზღვევის შესახებ“.

    მუხლი 20

1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მართებულობას, სიზუსტეს, დროულობას და საჯაროობას კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი ვალდებულია დადგენილი წესით სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

    მუხლი 21

სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფების და წესების შესაბამისად. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოს მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს.

    მუხლი 22

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაფინანსების ძირითადი ფორმაა პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული დაფინანსება.

თავი IV

სამედიცინო და ფარმაცევტული სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 23

1. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობისაგან.

2. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 24

1. სერტიფიკაცია არის სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინისა და ფარმაციის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი პირი დადგენილი წესით განსაზღვრული პერიოდულობით გადის ხელახალ სერტიფიკაციას.

3. სერტიფიკაცია და ხელახალი სერტიფიკაცია სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად.

    მუხლი 25 . (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 26

სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციას, ხელახალ სერტიფიკაციას წარმართავს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო – უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

თავი V

სამედიცინო საქმიანობა

    მუხლი 27

ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.

    მუხლი 28

დამოუკიდებელი პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სათანადო სახელმწიფო სერტიფიკატით დამოწმებული სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენზის მქონე სპეციალისტს (ექიმი, ექთანი და სხვა). მას უფლება აქვს შეიცვალოს ან მიიღოს სხვა სამედიცინო სპეციალობაც (სპეციალობები) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 29

საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სამედიცინო განათლება ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება მიიღეს საზღვარგარეთ, საქართველოში დამოუკიდებელი პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობა შეუძლიათ დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ. უცხო ქვეყნების უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომების აღიარება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 30

სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას სამედიცინო პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივის და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე, პროფესიული ეთიკის ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმებით:

ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;

ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ;

გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით;

დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებსა და ხელმძღვანელებს.

    მუხლი 31

სამედიცინო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ერთობლივად შეიმუშავებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროები, და ამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო.

    მუხლი 32

პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) შედეგად მიღებული სპეციალობების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობით.

    მუხლი 33

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ, სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმს. მას ასეთი საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში (სპეციალობებში), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის მოძიება ვერ მოხერხდა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 34

ექიმის პროფესია თავისი არსით თავისუფალი პროფესიაა. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია, ხელისუფლების წარმომადგენელმა ან კერძო პირმა მოსთხოვოს ექიმს ამ კანონში მოცემული პრინციპების, საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ყოველგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის სამედიცინო პერსონალს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 35

სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულები საჯაროდ, დიპლომის მიღების წინ, სახელმწიფო ენაზე დებენ ექიმის ფიცს. ფიცის ტექსტად გამოიყენება „მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მეორე გენერალური ასამბლეის 1948 წლის ჟენევის დეკლარაცია“.

    მუხლი 36

ექიმს უფლება აქვს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, თუ იგი, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვეევაში, მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, მოითხოვს ამას ან ნებას რთავს ექიმს გაუწიოს სამედიცინო დახმარება; აგრეთვე, ნაგულისხმები თანხმობის შემთხვევაში, როცა ქმედუნარიანი პაციენტი არ გამოხატავს რაიმე ფორმით წინააღმდეგობას სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას.

    მუხლი 37

ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ:

ა) არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

ბ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.

    მუხლი 38

1. ექიმი ვალდებულია აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ:

ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება;

ბ) გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე.

2. ყველა სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული მოვალეობანი, მათ შორის მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მოვალეობა, ექიმს ეკისრება მაშინვე, როდესაც იგი იწყებს სამედიცინო დახმარებას.

    მუხლი 39

არასამუშაო ადგილზე შესაძლებლობების ფარგლებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ექიმის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მოვალეობაა. ამ დროს დაუშვებელია რაიმე საზღაურის მოთხოვნა.

    მუხლი 40

ექიმი ვალდებულია პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რიგითობა განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით.

    მუხლი 41

ექიმი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს პაციენტს.

    მუხლი 42

მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

    მუხლი 43

1. ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ვალდებულია:

ა) დადგენილი წესით აწარმოოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;

ბ) არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახოს და დანიშნულებისამებრ გადასცეს ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.

2. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 44

ექიმი ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო. ექიმი, აგრეთვე, მოვალეა უარი თქვას ისეთ ჩარევაზე, რომელიც ეწინააღმდეგება სამედიცინო და ეთიკურ ნორმებს.

    მუხლი 45

სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებებს დადგენილი წესით გადასცეს ინფორმაცია:

ა) გადამდები დაავადების დიაგნოზის დადგენისას ან ასეთზე ეჭვის მიტანისას;

ბ) სხეულის ფიზიკური, ქიმიური, სხივური, თერმული დაზიანების შემთხვევაში;

გ) უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შესახებ.

    მუხლი 46

თუ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში სათანადო ანაზღაურების მიღება არ არის ექიმისა და პაციენტის შეთანხმების საგანი, დაწესებულება შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესაბამისად უზრუნველყოფს ექიმს ადეკვატური ანაზღაურებით.

    მუხლი 47

  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში, აგრეთვე, ზოგიერთ რეგიონებში მომუშავე სამედიცინო პესონალისათვის შეიძლება დაწესდეს შეღავათები და დანამატები ხელფასზე; სპეციალობებისა და რეგიონების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ეძლევა ხელფასის დანამატი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, 1200 მეტრამდე – 50%, ხოლო 1200 მეტრის ზევით – 70%.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116

    მუხლი 48

სახელმწიფო ქმნის პირობებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და, შესაბამისად, პროფესიული სტატუსის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 49

ექიმს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დაშვებულ პროფესიულ შეკრებაში, მიუხედავად მისი ჩატარების ადგილისა, საკუთარი, სახელმწიფო ან სხვა კანონიერი დაფინანსების ხარჯზე.

    მუხლი 50

მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 51

ექიმს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოწეროს და/ან დანიშნოს ნებისმიერი აპრობირებული მედიკამენტი და მკურნალობის მეთოდი.

    მუხლი 52

გენური თერაპია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მისი მიზანია ფატალური დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა;

ბ) არ არსებობს მკურნალობის სხვა, უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდი;

გ) მიღებულია პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფორმებული ინფორმირებული თანხმობა;

დ) მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონე შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, რომ მკურნალობა არ გამოიწვევს ადამიანის შთამომავლობის გენომის არასასურველ შეცვლას.

თავი VI

სამედიცინო დაწესებულება

    მუხლი 53

1. სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. სამედიცინო დაწესებულების საფინანსო რესურსებში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული წილი შეადგენს არანაკლებ 75%-ს, ხოლო მის ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდების საშუალო წლიური ღირებულების არანკლებ 75%-ისა გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად.

2. სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციაა:

ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა;

ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა და/ან პაციენტების რეაბილიტაცია;

გ) სამეანო საქმიანობა;

დ) ფარმაცევტული საქმიანობა;

ე) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა და ჰიგიენური ნორმირება;

ვ) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

    მუხლი 54

1. სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის სფერო განისაზღვრება ლიცენზიაში მითითებული ჩამონათვალით.

    მუხლი 55

1. სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი ლიცენზია უქმდება, თუ სამედიცინო დაწესებულება:

ა) არ აკმაყოფილებს გაცემული ლიცენზიის პირობებს;

ბ) მისი საქმიანობა სცილდება ლიცენზიით განსაზღვრულ ფარგლებს;

გ) შესაბამის ორგანოებს დადგენილი წესით არ აწვდის სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას;

დ) ლიცენზიის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას.

2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 56

სამედიცინო დაწესებულებას ეკრძალება სამედიცინო საქმიანობა სათანადო ლიცენზიის გარეშე.

    მუხლი 57

1. სამედიცინო დაწესებულება შეიძლება იყოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.

2. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

3. არასამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 58

1. სამედიცინო დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სარგებლობს პროფესიული და საფინანსო დამოუკიდებლობით.

2. სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას ფონდი მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო პერსონალის მიმართ საჩივრის აღძვრის შემთხვევისათვის. ფონდი იქმნება სამედიცინო პერსონალის შენატანებისა და კანონმდებლობით ნებადართული სახსრებისაგან.

    მუხლი 59

1. სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამედიცინო დაწესებულება, საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების წესს, ფორმას და ოდენობას.

3. სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება ნარდობლივია. მისი ოდენობა და პირობები განისაზღვრება:

ა) ცალკეულ სპეციალობაში მაქსიმალური დატვირთვის ნორმატივით, რასაც დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამედიცინო დაწესებულებასა და ცალკეულ მუშაკს შორის.

4. თუ სამედიცინო პერსონალი 6 თვის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს ქვეყანაში დაწესებული თვიური დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის თანხის გამომუშავებას, ეს შეიძლება გახდეს მასთან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველი.

    მუხლი 60

1. პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებს ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით იდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურებისა და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. თუ პაციენტი ქმედუუნაროა, ხელშეკრულება ფორმდება მის ნათესავთან ან კანონიერ წარმომადგენელთან.

2. სამედიცინო მომსახურების პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხარეები ვალდებულნი არიან ზუსტად შეასრულონ ხელშეკრულების პირობები. თუ ერთ-ერთი მხარე უარს განაცხადებს ხელშეკრულების შესრულებაზე, მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

3. თუ ქმედუნარიანი პაციენტი ან ქმედუუნარო პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც დადასტურდება დადგენილი წესით გაფორმებულ აქტში, და პაციენტს არ აღენიშნება კრიტიკული მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს უარი განაცხადოს მკურნალობის დაწყებაზე.

4. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებათა შენარჩუნებასა და განვითარებას. პარალელურად დაიშვება კერძო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116

    მუხლი 61

სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამედიცინო ინფორმატიკის და სამედიცინო სტატისტიკის დაწესებულებების, სამედიცინო საინფორმაციო (კომპიუტერული) რესურსცენტრების და სამედიცინო ბიბლიოთეკების ტექნიკურ აღჭურვას და მოდერნიზებას.

    მუხლი 62

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად იქმნება სამედიცინო ეთიკის კომისია; კომისიის შექმნის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 63

ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თავი VII

წამალი და ფარმაცევტული საქმიანობა

    მუხლი 64

მოსახლეობის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური წამლებით უზრუნველყოფა, წამლის მიმოქცევის და გამოყენების სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა, სპეციალისტებისა და ფარმაცევტული დაწესებულების თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება საქართველოს კანონით „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო მიზნობრივად აფინანსებს ჩიყვის და სხვა ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამებს.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116

თავი VIII

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები და სამედიცინო ტექნოლოგიები

    მუხლი 65

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადამიანის ორგანიზმზე შესაძლო მავნე ზემოქმედების მქონე სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების მის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, ახორციელებს ახალი და მოდერნიზებული, სამამულო და უცხოური წარმოების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის რეგისტრაციას.

2. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება, მისი რეესტრში შეტანა, იმპორტი და წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

    მუხლი 66

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის საპროექტო დამუშავება, წარმოება, ექსპლუატაცია და შეკეთება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 67

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებასთან ერთად, აწარმოებს სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო ტექნოლოგიების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებას, დანერგვას და კონტროლს.

თავი IX

ფსიქიატრიული დახმარება

    მუხლი 68

სახელმწიფო ხელს უწყობს ფსიქიკურად დაავადებულ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ დახმარებას.

    მუხლი 69

ფსიქიკურად დაავადებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, საზოგადოების დაცვა ფსიქიკურად დაავადებულ პირთა საზოგადოებრივად საშიში ქმედებისაგან, აგრეთვე, ფსიქიატრიული სამსახურის მუშაკთა და იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ფსიქიკურად დაავადებულებთან, წესრიგდება საქართველოს კანონით „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“.

თავი X

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა და ჰიგიენური ნორმირება

    მუხლი 70

1. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს, მათ დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. უწყებრივ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის და სათანადო ზედამხედველობის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და წესები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.

    მუხლი 71

1. საქართველოს მოსახლეობის უფლება რადიაციულ უსაფრთხოებაზე ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს:

ა) მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების გამომყენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რადიაციული უსაფრთხოების დაწესებული მოთხოვნების შესრულებას;

ბ) ადამიანის ორგანიზმზე მაიონიზებელი გამოსხივების ზეზღვრული დოზის მოქმედებისა და გარემოს რადიაქტიური დაბინძურების აღკვეთას.

2. გარემოს რადიაციული მონიტორინგისათვის, მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

    მუხლი 72

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და სხვა ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო წესებისა და ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური, აგრეთვე იურიდიული პირისათვის, საკუთრების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

თავი XI

დაავადებათა კონტროლი

    მუხლი 73

1. გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებებისა და ეპიდემიების, აგრეთვე, განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების პრეროგატივაა.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებებისაგან და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს.

    მუხლი 74

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გადამდები და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების ნუსხას, შეიმუშავებს მათი ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფართომასშტაბიან პროგრამებს, ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას.

    მუხლი 75

სახელმწიფო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, ხელმძღვანელობს:

) სავალდებულო აცრებსა და საკარანტინო ღონისძიებებს;

) სათანადო სამკურნალო, საპროფილაქტიკო ღონისძიებებს გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის;

) სხვადასხვა ობიექტების ინფიცირებისაგან დაცვას და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლობას;

) ეპიდემიასაწინააღმდეგო ვითარებაში ბრძოლას გადამტანების წინააღმდეგ;

) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

    მუხლი 76

განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლევის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს მოქალაქეთა ღირსება და მათი ძირითადი უფლებები.

    მუხლი 77

ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების კულტურის ქვეყანაში შემოტანა, ქვეყნიდან გატანა, მათი შენახვა, სხვისთვის გადაცემა ან მათთან მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით.

    მუხლი 78

სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ნუსხას, მათი ჩატარების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 79

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ენდემიური დაავადებების ნუსხას, რომელთა კონტროლი, მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში და სათანადო დაფინანსება სახელმწიფოს პრეროგატივაა.

თავი XII

სოციალურად საშიში დაავადებები და დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას

    მუხლი 80

სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობას იგი წარმართავს კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. ტუპერკულოზთან ბრძოლის მიზანია ცალკეული პაციენტების განკურნება, მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია, მოსახლეობაში ამ დაავადების გავრცელების შემცირება და აღმოფხვრა.

    მუხლი 81

სახელმწიფო წარმართავს ენტერული და პარენტერული ჰეპატიტების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, დისპანსერული მეთვალყურეობის, მკურნალობისათვის საჭირო ღონისძიებებს.

    მუხლი 82

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და მათი კონტროლისათვის საჭირო ღონისძიებებს წარმართავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობის, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების გზით. სახელმწიფო განსაზღვრავს თავის პოლიტიკას პროსტიტუციის მიმართ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს.

    მუხლი 83

საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და საპროფილაქტიკო მეთვალყურეობის საკითხებს და სამართლებრივ რეჟიმს, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლებებს და მოვალეობებს, მათი სოციალური დაცვის პრობლემებს აწესრიგებს საქართველოს კანონიადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“.

    მუხლი 84

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განზრახ გავრცელება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 85

სახელმწიფო, ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, იმ დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი და სხვა) უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით, დაავადებასთან დაკავშირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციით.

თავი XIII

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, ნებადართული პრეპარატების არასწორი გამოყენების და აკრძალული პრეპარატების მოხმარების მავნე ზეგავლენისაგან

    მუხლი 86

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სახელმწიფო მხარს უჭერს თამბაქოს წევის და ალკოჰოლის ნაწარმის ჭარბი გამოყენების საპროფილაქტიკო ღონისძიებებს და ქმნის მათი განხორციელების მექანიზმებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა და მცირეწლოვანთათვის თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის მიყიდვა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 87

ნებადართული პრეპარატების არასწორი მოხმარების და აკრძალული პრეპარატების გამოყენების აღსაკვეთად საჭირო ღონისძიებები მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მათი გამოყენების შემთხვევების ადრეულ გამოვლენას და მომხმარებლების მკურნალობას, საგანმანათლებლო მუშაობას და რისკის ჯგუფის საპროფილაქტიკოდ გამიზნული ღონისძიებების განხორციელებას.

თავი XIV

მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა

    მუხლი 88

დაავადებათა პროფილაქტიკა და მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტია; სახელმწიფო ქმნის წანამძღვრებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ახალგაზრდული, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მონაწილეობისათვის, განსაკუთრებით სასწავლო, სამუშაო და დასასვენებელ-გასართობ დაწესებულებებში დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.

    მუხლი 89

სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა შორის და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.

თავი XV

მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა საგანგებო მდგომარეობებისსტიქიური უბედურების და ტექნიკური კატასტროფების დროს

    მუხლი 90

სახელმწიფო პასუხისმგებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის სტიქიური უბედურებისა და ტექნიკური კატასტროფის დროს. ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები და შესაბამისი პროფესიული გაერთიანებები მონაწილეობენ მოსალოდნელი კატასტროფების სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში.

    მუხლი 91

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად, სტიქიური უბედურებისა და ტექნიკური კატასტროფის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამობილიზაციო რეზერვის პირველი რიგის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის დაგროვებას, დაკომპლექტებას, გამოყენებისათვის მზაობას და მის პერიოდულ განახლებას ახორციელებს დადგენილი წესით.

    მუხლი 92

სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობების დროს ოპერატიული მოქმედების გეგმა, რაც მათი ლიცენზირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

    მუხლი 93

საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზიანებულთა სამედიცინო დახმარების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

თავი XVI

პროფესიული დაავადებები

    მუხლი 94

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს პროფესიული დაავადებების ნუსხას და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალს, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი.

    მუხლი 95

დამსაქმებელი ვალდებულია მიაწოდოს მუშაკს ამომწურავი ინფორმაცია საწარმოში ან დაწესებულებაში პროფესიული დაავადების განვითარების რისკის თაობაზე, მავნე ფაქტორების არსებობისა და მათი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ.

თავი XVII

სამედიცინო განათლება

    მუხლი 96

საამისოდ უფლებამოსილ სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში საექიმო, ფარმაცევტულ, საექთნო და სხვა სამედიცინო სპეციალობებზე სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების ფორმით, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 97

მედიცინის დარგში პროფესიული დახელოვნება მოიცავს მზადებას სხვადასხვა სპეციალობებში (რეზიდენტურა) და უწყვეტ სამედიცინო განათლებას.

    მუხლი 98

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უმაღლესი სამედიცინო განათლება მოიცავს თეორიული და კლინიკური მედიცინის სწავლების და ზოგადპროფესიული სეციალიზაციის ეტაპებს.

2. თეორიული და კლინიკური მედიცინის სწავლების ეტაპების დასრულების შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი გასცემს შესაბამის სერტიფიკატს (მოწმობას), რომლის მქონე სპეციალისტი უფლებამოსილია:

) გაიაროს ზოგადპროფესიული სეციალიზაციის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;

) აწარმოოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ სპეციალობებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სპეციალობებში, რომელიც არ მოიცავს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.

3. სამედიცინო განათლების სამივე ეტაპისთეორიული დისციპლინების სწავლება, კლინკური დისციპლინების სწავლება და ზოგადპროფესიული სპეციალიზაციადასრულების და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემაზოგადი პროფილის ექიმისსახელმწიფო სერტიფიკატი (დიპლომი), რაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების საფუძველია.

4. უმაღლესი ფარმაცევტული და სტომატოლოგიური განათლება ითვალისწინებს ორეტაპიან სწავლებას და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, რის საფუძველზეც გაიცემაზოგადი პროფილის ფარმაცევტისდაექიმი-სტომატოლოგისსახელმწიფო სერტიფიკატი (დიპლომი), რაც დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის უფლების საფუძველია.

    მუხლი 99

1. უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ პროფესიული მზადება შეიძლება გაგრძელდეს სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის დარგობრივ რეზიდენტურაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების მიხედვით.

2. რეზიდენტურის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობენ ექსპერტთა კომისიები სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული გაერთიენებები.

3. დარგობრივ რეზიდენტურაში დახელოვნება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნისტროს მიერ დადგენილი წესით უფლებამოსილი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კლინიკებში, აგრეთვე, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სახელმწიფო ან კერძო დაკვეთის საფუძველზე ამ დაწესებულებებისთვის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

4. სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში, რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობა რეზიდენტურის პროგრამების დაფინანსების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. რეზიდენტური პროგრამებით პროფესიული მზადებისათვის კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსით, დადგენილი წესით. კანდიდატის შერჩევის პრიორიტეტი ეკუთვნის დარგობრივი რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელს.

    მუხლი 100

უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებს, სწავლების მეთოდებს, პროფესიულ გაერთიენებეთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 101

სამედიცინო და ფარმაცევტული პროფილის კოლეჯები და საშუალო პროფესიული სასწავლებლები პროფესიულ კადრებს ამზადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების მიხედვით.

    მუხლი 102

1. სამედიცინო დარგის სასწავლო დაწესებულებების ლიცენზირების და აკრედიტაციის კრიტერიუმებს, წესებს და პირობებს შეიმუშავებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროები და ამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო.

2. სამედიცინო სასწავლებელი უფლებამოსილია, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

თავი XVIII

სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების პროფესიული პასუხისმგებლობა

    მუხლი 103

სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების, ან სიკვდილის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 104

პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში.

თავი XIX

სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა

    მუხლი 105

სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის დროს ადამიანის, როგორც სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტის, უფლებები და ლაბორატორიული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების პრინციპები დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

    მუხლი 106

ნებისმიერი სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მიღებულ სამეცნიერო კვლევის ნორმებს, რომლის საფუძველია ლაბორატორიული ცდების და ცხოველებზე ექსპერიმენტების ზედმიწევნით ზუსტად ჩატარება და სათანადო ლიტერატურის ამომწურავი ცოდნა. ადამიანსა ან ცხოველებზე წარმოებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის მიზნები, ამოცანები, მეთოდები, მოსალოდნელი შედეგები და კვლევის რისკი მითითებული უნდა იყოს კვლევის სამეცნიერო გეგმაში. ნებისმიერი კვლევა უნდა ჩატარდეს ამ გეგმის ფარგლებში.

    მუხლი 107

კვლევის სამეცნიერო გეგმა განხილული და რეცენზირებული უნდა იქნეს მკვლევარისა და დამფინანსებლისაგან დამოუკიდებელი სპეციალური კომისიის და სამედიცინო ეთიკის კომისიის მიერ.

    მუხლი 108

ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილი სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის დაწყებამდე უნდა მოხდეს კვლევის რისკის და კვლევის მოსალოდნელი დადებითი შედეგების ურთიერთშედარება. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის წარმოებისას, ადამიანის, როგორც კვლევის ობიექტის ინტერესები და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეცნიერებისა და საზოგადოების ინტერესები. კვლევის რისკი შემცირებული უნდა იქნეს მინიმუმამდე. იგი არ უნდა აჭარბებდეს კვლევის ობიექტისთვის მოსალოდნელ სარგებლობას და/ან კვლევის მიზნების მნიშვნელობას.

    მუხლი 109

ადამიანს, როგორც სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტს, წინასწარ უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია კვლევის მიზნების, მეთოდების, მოსალოდნელი შედეგების, კვლევის რისკის და მასთან დაკავშირებული შესაძლო დისკომფორტის შესახებ. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა არ უნდა ჩატარდეს მასში მონაწილე პირის წერილობით გაფორმებული ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ადამიანს, როგორც სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტს, აუცილებლად უნდა ეცნობოს მისი უფლების შესახებ უარი თქვას კვლევაში მონაწილეობაზე კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მიუხედავად მის მიერ წინასწარ გაცხადებული თანხმობისა.

    მუხლი 110

ქმედუუნარო პირი შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი 108- მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მიღებულია მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. თუ ქმედუუნარო პირს აქვს გაგების უნარი, აუცილებელია მისი თანხმობაც.

    მუხლი 111

კვლევის დროს დაცული უნდა იყოს ქმედუუნარო პირების, ორსულების, მეძუძური ქალების უფლებები. ამ კონტინგენტის წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები ამ პირისათვის პირდაპირი და მნიშვნელოვანი სარგებლობის მომტანი იქნება ან მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები ამ პირის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი სარგებლობის მომტანი არ იქნება, მაგრამ სარგებლობას მოუტანს ამავე კატეგორიის სხვა პირებს და როცა მსგავსი მეცნიერული შედეგების მიღება შეუძლებელია სხვა კატეგორიის პირების გამოკვლევისას.

    მუხლი 112

სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები სარგებლობენ ამ კანონის 108- და 109- მუხლებში გაცხადებული ყველა უფლებით. ამ პირთა მონაწილეობა სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მათი ჯანმრთელობისათვის პირდაპირი და მნიშვნელოვანი სარგებლობის მომტანი იქნება.

    მუხლი 113

ცხოველებზე სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის წარმოებისას მკვლევარი ვალდებულია დაიცვას საექსპერიმენტო ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.

თავი XX

ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღება და გამოყენება

    მუხლი 114

ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – „ორგანო“) გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევის და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია.

    მუხლი 115

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედუნარიანია. დაუშვებელია პიროვნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

    მუხლი 116

ცოცხალი დონორის ორგანოს გამოიყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ და/ან გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონორი და რეციპიენტი გენეტიკური ნათესავები ან მეუღლეები არიან.

    მუხლი 117

1. არასრულწლოვანი (გარდა მცირეწლოვანისა) ცოცხალი დონორისაგან ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:

) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაადასტურებს ორი სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი;

) ძვლის ტვინი გადასანერგად განკუთვნილია დონორის პირველი ან მეორე რიგის გენეტიკური ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია არასრულწლოვანის, მისი მშობლების (მშობლის), ხოლო მშობლების მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვანის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა, დადასტურებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ.

    მუხლი 118

თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი შესაფერი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, ამასთან, მას სიცოცხლეში არა აქვს გაცხადებული თანხმობა ან უარი გაცემაზე და არ არის საფუძველი იმის დასაშვებად, რომ გაცემა ეწინააღმდეგება მის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს, ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ გარდაცვლილის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. თუ ამ უკანასკნელთა მოძიება ვერ მოხერხდა, გვამიდან ორგანოების აღება არ შეიძლება.

    მუხლი 119

გარდაცვლილის ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილის ფაქტს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაადგენს ორი ან მეტი ექიმი, რომელთაგანაც არც ერთი არ მონაწილეობს ტრანსპლანტაციის პროცესში. სიკვდილის კონსტატაცია უნდა მოხდეს მედიცინის თანამედროვე დონის შესატყვისი მეთოდებით და კრიტერიუმებით, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ექიმთა პროფესიული გაერთიანებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ დამტკიცებულ ეთიკურ მოთხოვნებს და პროფესიულ სტანდარტებს.

    მუხლი 120

რეციპიენტისათვის გადასანერგად განკუთვნილი ორგანოს შერჩევა უნდა წარმოებდეს ანონიმურობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით, სხვა რაიმე პრივილეგიების გაუთვალისწინებლად.

    მუხლი 121

აკრძალულია გადასანერგად ან სამკურნალოდ განსაზღვრული ორგანოებით ვაჭრობა, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით. სამედიცინო პერსონალს ეკრძალება ორგანოს აღებასა და გამოყენებაში მონაწილეობა, თუ მან იცის ან აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ხორციელდება გარიგებით.

    მუხლი 122

აკრძალულია ორგანოზე მოთხოვნილების რეკლამა, აგრეთვე, მისი რეკლამირება რაიმე საზღაურის მიღების ან გაცემის მიზნით. ნებისმიერ პირს ან დაწესებულებას ეკრძალება ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის საზღაურის მიღება, გარდა აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისთვის განსაზღვრული დასაბუთებული თანხისა.

თავი XXI

სისხლის და სისხლის კომპონენეტების დონორობა

    მუხლი 123

1. მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და მეცნიერული კვლევის მიზნით დონორის მიერ სისხლის და სისხლის კომპონენტების გაცემა ნებაყოფლობითი აქტია;

2. დონორისაგან სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღება ხორციელდება მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის მიღების და წინასწარი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.

    მუხლი 124

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს დონორობის წინააღმდეგ ჩვენებებს.

    მუხლი 125

1. სისხლის და სისხლის კომპონენეტების აღება დასაშვებია 18-დან 65 წლის ასაკამდე დონორისაგან;

2. არასრულწლოვანისაგან (მცირეწლოვანის გარდა) სისხლის და სისხლის კომპონენტების აღება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობის დროს და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობისას. ამ შემთხვევაში აუცილებელია არასრულწლოვანის, მისი მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.

    მუხლი 126

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება, შენახვა და გამოყენება წარმოებს საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით.

    მუხლი 127

სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებას, დამუშავებას და შენახვას ახორციელებს სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება.

    მუხლი 128

დონორის ჯანმრთელობის დაცვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 129

1. აკრძალულია სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღება წინასწარ პატიმრობაში და სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისაგან.

2. აკრძალულია სისხლითა და მისი კომპონენტებით ვაჭრობა მოგების მიზნით, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს კანონმდებლობის და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით.

    მუხლი 130

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორობის სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონითსისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“.

თავი XXII

უსაფრთხო დედობა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა

    მუხლი 131

1. შრომითი საქმიანობის იმ სახეების ჩამონათვალს, რომლითაც არ შეიძლება იყოს დაკავებული ორსული ქალი და მეძუძური დედა, აგრეთვე შრომითი საქმიანობის შეწყვეტის ვადებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, განსაზღვრავსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. აღნიშნული ვადების განმავლობაში ანაზღაურება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.

    მუხლი 132

1. სახელმწიფო ხელს უწყობს უსაფრთხო დედობას, საწარმოებსა და დაწესებულებებში ბავშვთა მოვლისათვის საჭირო პირობების შექმნის და დაფინანსების საკანონმდებლო უზრუნველყოფას, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

2. ორსული ქალების სამედიცინო მეთვალყურეობას, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის გზით. კერძო სექტორში ორსული ქალების მეთვალყურეობა და მშობიარობის საფინანსო უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს კერძო სამედიცინო დაზღვევის მეშვეობით.

    მუხლი 133

1. ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების სამედიცინო ასპექტების მართვა, ბავშვებისათვის რეალურად შესაძლო უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის პრიორიტეტული ამოცანაა.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ახალშობილების, ჩვილი და სხვა ასაკის ბავშვების უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუველყოფას, ბუნებრივი კვების მხარდაჭერას და ქალის რძის შემცვლელების მარკეტინგის საერთაშორისო კოდექსის დაცვას.

    მუხლი 134

სახელმწიფო უზრუნველყოფს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენას ახალშობილთა შორის წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.

    მუხლი 135

სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას ობოლი და მშობლების ზრუნვას მოკლებული, ფიზიკური და ფსიქიკური დეფექტების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.

თავი XXIII

ოჯახის დაგეგმვა

    მუხლი 136

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 137

სახელმწიფო უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო-გენეტიკურ კონსულტაციას.

    მუხლი 138

კონტრაცეპტივების წარმოება, იმპორტი და გავრცელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 139

1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა.

2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:

) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;

) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას, არჩევანი ქალის პრეროგატივაა.

    მუხლი 140

1. აბორტის რეკლამა აკრძალულია.

2. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 141

განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია:

) უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით. დონორს არა აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება;

) მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში, თუ მას ატარებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმი.

    მუხლი 142

1. ადამიანის კლონირება გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით აკრძალულია.

2. სახელმწიფო აკონტროლებს გამოკვლევებს გენური ინჟინერიის სფეროში კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 143

1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია:

) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;

) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.

2. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ანსუროგატულ დედასარა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

    მუხლი 144

ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი წესით.

    მუხლი 145

ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციისსტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია:

) მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ;

) თუ არსებობს პაციენტის წერილობითი მოთხოვნა;

) თუ პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამდე გასულია ერთი თვის მოსაფიქრებელი ვადა;

) თუ პაციენტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

თავი XXIV

კრიტიკული მდგომარეობა, სიკვდილი და ევთანაზია

    მუხლი 146

კრიტიკულ მდგომარეობაში და/ან ტერმინალურ სტადიაში მყოფ ავადმყოფს ან მის ნათესავს, ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.

    მუხლი 147

ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა, სიკვდილის შემდეგ მოვლა ხორციელდება პატივისცემით და მისი ღირსების დაცვით. გვამის მოვლა-პატრონობა წარმოებს გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული, ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შესაბამისად.

    მუხლი 148

1. ტერმინალურ სტადიაში მყოფ ქმედუნარიან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ავადმყოფს უფლება აქვს უარი განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე.

2. ტერმინალურ სტადიაში ავადმყოფის უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მომაკვდავი ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით და მისი (პაციენტის) პიროვნული შეხედულებების გათვალისწინებით უარი განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე.

    მუხლი 149

უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს უტარდება სათანადო მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს წინასწარ, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ ჰქონია გაცხადებული უარი სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე.

    მუხლი 150

მყარი ვეგეტატიური მდგომარეობის შემთხვევაში ავადმყოფის მკურნალობა მიმდინარეობს დაზღვევის პროგრამით განსაზღვრული წესების მიხედვით.

    მუხლი 151

სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება.

    მუხლი 152

ავადმყოფის სიკვდილის კონსტატაცია, ამ უკანასკნელის შესახებ ცნობის გაცემა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმებისა და წესის მიხედვით. გარდაცვლილის სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოადგენს საექიმო საიდუმლოს ამ კანონის 42- მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. დოკუმენტაცია ინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 153

პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას აწარმოებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმი ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გაკვეთა აუცილებელია, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თახმობით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

თავი XXV

გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 154.

1. სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2001 წლის 1 ივნისისა. ცალკეული სპეციალობების მიხედვით გამოცდების ჩაბარების გრაფიკსა და პირობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. ამ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეულ სპეციალობებში დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც დადგენილი წესით მიიღო შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №162 – სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.14

თავი XXVI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 155

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 10 დეკემბერი.

№1139–I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87

2. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116

3. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 – სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

4. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

5. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №162 – სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.14

6. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 – სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

55. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4441-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 54. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4401-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 53. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4042-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3844-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 51. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3615-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 50. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3455-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 49. 02/05/2023 - საქართველოს კანონი - 2793-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/05/2023 48. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2553-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 47. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2388-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 46. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 358-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 45. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7001-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 44. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6847-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 43. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6361-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 42. 19/02/2019 - საქართველოს კანონი - 4277-IIს - ვებგვერდი, 25/02/2019 41. 14/11/2018 - საქართველოს კანონი - 3719-Iს - ვებგვერდი, 03/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3094-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 39. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2156-IIს - ვებგვერდი, 04/05/2018 38. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1116-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 37. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4633-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 36. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3540-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 35. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3367-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 34. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3094-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2646-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2152-IIს - ვებგვერდი, 04/04/2014 31. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1776-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 30. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1241-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 29. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 28. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4133-რს - სსმ, 76, 29/12/2010 26. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3553 - სსმ, 46, 04/08/2010 25. 18/06/2010 - საქართველოს კანონი - 3113 - სსმ, 31, 05/07/2010 24. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2716 - სსმ, 12, 24/03/2010 23. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2043 - სსმ, 37, 30/11/2009 22. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 6000 - სსმ, 9, 04/04/2008 21. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5129 - სსმ, 27, 17/07/2007 20. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4921 - სსმ, 22, 19/06/2007 19. 25/05/2007 - საქართველოს კანონი - 4816 - სსმ, 19, 01/06/2007 18. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4719 - სსმ, 18, 22/05/2007 17. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3836 - სსმ, 48, 22/12/2006 16. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2476 - სსმ, 56, 28/12/2005 15. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1435 - სსმ, 25, 02/06/2005 14. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2527 - სსმ, 22, 08/08/2003 13. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2331 - სსმ, 19, 01/07/2003 12. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1955 - სსმ, 5, 19/02/2003 11. 22/11/2002 - საქართველოს კანონი - 1768 - სსმ, 31, 10/12/2002 10. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1296 - სსმ, 4, 05/03/2002 9. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 974 - სსმ, 20, 03/07/2001 8. 25/05/2001 - საქართველოს კანონი - 889 - სსმ, 15, 11/06/2001 7. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 6. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 24/02/2000 - საქართველოს კანონი - 162 - სსმ, 8, 15/03/2000 4. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 3. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2088 - სსმ, 24(31), 26/06/1999 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2013 - სსმ, 20(27), 09/06/2009