დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2013 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20(27), 09/06/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.000.000.05.001.000.550 |
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირება;“.
2. მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
სამედიცინო და ფარმაცევტული სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება“.
3. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მის საფუძველზე სახელმწიფო ლიცენზიის“, ხოლო სიტყვა „სერტიფიკატისა“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“;
ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზიის“, ხოლო სიტყვა „სერტიფიკატისა“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“.
4. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციას, ხელახალ სერტიფიკაციას წარმართავს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო – უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო.“ .
6. 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დადგენილი წესით ლიცენზირებულ“.
7. 29-ე, 33-ე და 153-ე მუხლებში სიტყვა „ლიცენზიის“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“.
8. 65-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე იძლევა მისი იმპორტის, წარმოების და გასაღების უფლებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2013–IIს
დოკუმენტის კომენტარები