დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4277-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.019406 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის, სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;“; ბ) „ტ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ6“ და „ტ7“ ქვეპუნქტები: „ტ6) ჰოსპისური მზრუნველობა − პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, განკუთვნილი ინკურაბელური პაციენტებისთვის, რომელთა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეზღუდულია. ჰოსპისურ მზრუნველობას ახორციელებს პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდი. საჭიროებისამებრ, იგი ხორციელდება როგორც ჰოსპისში, ისე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ან მულტიპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. ჰოსპისური მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ გამოიყენება და ხორციელდება მხოლოდ დაავადების სიმპტომთა მართვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამედიცინო ჩარევები. ბავშვთა მიმართ ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ შეიზღუდოს და პარალელურად განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები; ტ7) ხანგრძლივი მოვლა – მომსახურებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ქრონიკული დაავადების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილება, როდესაც ამ პირს ხანგრძლივად არ შეუძლია თავის მოვლა;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 632 მუხლი: „მუხლი 632 1. პალიატიური მზრუნველობის, ჰოსპისური მზრუნველობისა და ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) და მისი განხორციელება ექვემდებარება სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტი (რეგლამენტები) მიიღება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 632 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) მიღება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 19 თებერვალი 2019 წ. N4277-IIს |
დოკუმენტის კომენტარები