დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2088 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24(31), 26/06/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.000.000.05.001.000.584 |
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ეძლევა ხელფასის დანამატი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, 1200 მეტრამდე – 50%, ხოლო 1200 მეტრის ზევით – 70%“.
2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებათა შენარჩუნებასა და განვითარებას. პარალელურად დაიშვება კერძო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
3. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო მიზნობრივად აფინანსებს ჩიყვის და სხვა ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამებს“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი პუნქტი – 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი.
№2088–IIს
დოკუმენტის კომენტარები