დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 162 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 15/03/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.000.000.05.001.000.731 |
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 154.
1. სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2001 წლის 1 ივნისისა. ცალკეული სპეციალობების მიხედვით გამოცდების ჩაბარების გრაფიკსა და პირობებს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. ამ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეულ სპეციალობებში დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც დადგენილი წესით მიიღო შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 24 თებერვალი.
№162–IIს
დოკუმენტის კომენტარები