„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 10/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.001.154
  • Word
1768
22/11/2002
სსმ, 31, 10/12/2002
470.000.000.05.001.001.154
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;“.

2. მე-3 მუხლს:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების და დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ტ1 – „ტ3“ ქვეპუნქტები:

„ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება;

2) ოჯახის ექიმი – ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს;

3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;“.

გ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით;“;

დ) „ც1 ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პრაქტიკულ“.

ე) „ც1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც2“ – „ც4“ ქვეპუნქტები:

„ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურ-ტექნოლოგიური მოწყობის წესი;

3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით;

4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი;“;

ვ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) სპეციალობის აღწერილობა – იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის;“;

3. მე-4 მუხლის:

„კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელშეწყობა სათანადო ინსტიტუციონალური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით.“.

5. 21-ე მუხლში სიტყვების „წესების შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად“.

6. 23-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „უმაღლესი და საშუალო სამედიცინო“ შეიცვალოს სიტყვებით „სამედიცინო და ფარმაცევტული“.

7. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26.

სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციას, განმეორებით სერტიფიკაციას წარმართავს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო“.

8. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28.

დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში“.

9. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32.

1. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს:

ა) დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების გზით მიღებული საექიმო და საექთნო სპეციალობების ნუსხას;

ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობების ნუსხას:

გ) მომიჯნავე საექთნო სპეციალობების ნუსხას;

დ) სხვა სამედიცინო სპეციალობების ნუსხას;

ე) იმ სამედიცინო სპეციალობების ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს.

2. ექიმს ან ექთანს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის ან ექთნის მოძიება ვერ ხერხდება.“

10. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33.

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.“

11. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41.

ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ.“.

12. 53-ე მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. წინა წელთან შედარებით შიდა სტანდარტებით შესრულებული სამედიცინო მომსახურებით და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 100% რჩება სამედიცინო დაწესებულების განკარგულებაში, რომლის განაწილებას ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც წესი, ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამასთან, შრომის ანაზღაურების ფონდი უნდა შეადგენდეს შემოსავლის არანაკლებ 30%-ს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული სტანდარტები, წესები და ნორმები“.

13. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობის“.

14. 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 75-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმუნოპროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებებს;“.

16. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამას.“.

17. კანონის XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIII

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვა“.

18. კანონის XIII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 851-853 მუხლები:

     „მუხლი 851.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში.

    მუხლი 852.

საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა განხორცილებისათვის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იქმნება ქალაქებისა და რაიონების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები, რომელთა მეთოდურ ხელმძღვანელობას ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 853.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა აღრიცხვისა და შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;

ბ) ეპიდზედამხედველობა და ეპიდკონტროლი დაავადებათა მიზეზების, მათი გადაცემის გზების და რისკფაქტორების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით;

გ) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებისა და მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების მომზადება ინფექციურ დაავადებათა აღმოცენების მიზეზების, გავრცელებისა და კონტროლის შესახებ;

დ) გადამდები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შეზღუდვის ან აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) არაინფექციური (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებების, ტრავმების, იოდის და სხვა მიკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული და სხვა) დაავადებების პროფილაქტიკა;

ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;

თ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.“.

19. კანონის XIV თავის სათაური ამოღებულ იქნეს.

20. კანონს 89-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891.

პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, მათ შორის საოჯახო მედიცინის განვითარებისათვის აუცილებელ სამართლებრივ ბაზას და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის წესს შეიმუშავებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

21. 99-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობა, რეზიდენტურის პროგრამების დაგეგმვის, აკრედიტაციისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის პროგრამების აკრედიტაციასა და მათი განხორციელების ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო, რომელსაც ქმნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის „XXIV1 თავი“

„თავი XXIV1

სამედიცინო ექსპერტიზა

    მუხლი 1531.

სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ.“.

    მუხლი 1532.

1. სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლია მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმს.

2. სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესს განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

23. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. უკანონო (სახელმწიფო ნებართვის, ლიცენზიის, სერტიფიკატის გარეშე) სამედიცინო, საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის 40% მიმართოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო 60% ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – კადრების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის ამსახველი დოკუმენტი;

ბ) რეზიდენტურის პროგრამების დაგეგმვისა და დაფინანსების წესი;

გ) პირველად ჯანდაცვაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ჩამონათვალი;

დ) ოჯახის ექიმისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სხვა სამედიცინო პერსონალის დებულება, სამედიცინო მომსახურების იმ სახეების ჩამონათვალის ჩათვლით, რომელთა განხორციელება მათ ევალებათ;

ე) საოჯახო მედიცინის დაწესებულების სტანდარტები;

ვ) ოჯახის ექიმის სპეციალობისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სხვა სამედიცინო პერსონალის სპეციალობათა აღწერილობა;

ზ) დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ;

თ) სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი;

ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესი;

კ) სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 და 23-ე პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 22 ნოემბერი.

№1768–Iს