„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 19/02/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.001.208
  • Word
1955
29/01/2003
სსმ, 5, 19/02/2003
470.000.000.05.001.001.208
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონს მიკუთვნებულ დასახლებულ პუნქტებში განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს ეძლევათ დანამატი ხელფასზე 50 %-ის ოდენობით.“.

2. 1541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1541.

ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:

ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 %;

ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 %;

გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 %.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 29 იანვარი.

№1955–რს