„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3094-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.017618
3094-IIს
19/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
470000000.05.001.017618
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-3 მუხლის „ჰ6“ და „ჰ7“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 2. მე-4 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3. მე-16 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.“.

 4. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

 მუხლი 2

 1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო მედიაციის სამსახური.

 2. ლიკვიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების საკითხები მოწესრიგდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტებით.

 3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტების მიღება.

 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა, აგრეთვე სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონის პირველი მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3094-IIს