დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3719-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.019231 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) მე-3 მუხლის „ტ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;“. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 1 ივლისამდე განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 14 ნოემბერი 2018 წ. N3719-Iს |
დოკუმენტის კომენტარები