დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 358-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.020295 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31 იმ სამედიცინო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ერთობლივად შეიმუშავებენ სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“. 2. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101 სამედიცინო და ფარმაცევტული პროფილის კოლეჯები და სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ კადრებს ამზადებენ სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების მიხედვით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N358-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები