„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 974
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 03/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.000.949
  • Word
974
20/06/2001
სსმ, 20, 03/07/2001
470.000.000.05.001.000.949
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა.“.

2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება.“.

3. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.“.

4. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არ ასრულებს ეპიდემიოლოგიური კონტროლის აუცილებელ ღონისძიებებს.“.

5. კანონის X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი“.

6. 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები „წესებსა და ნორმებს“ შეიცვალოს სიტყვებით „წესებს, ნორმებსა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებებს“, ხოლო მე-4 პუნქტში სიტყვები „ნორმები და წესები“ – სიტყვებით „ნორმები, წესები და ეპიდემიოლოგიური კონტროლის მოთხოვნები“.

7. 75-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებათა კომპლექსს:“.

8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93

საგანგებო მდგომარეობის, ეპიდემიური აფეთქების ეპიდემიის შედეგად დაზიანებულთა და დაავადებულთა სამედიცინო დახმარების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№974–IIს