„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 24/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.003.915
  • Word
2716
09/03/2010
სსმ, 12, 24/03/2010
470.230.000.05.001.003.915
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პაციენტთა, აგრეთვე ამა თუ იმ დაავადებით შეპყრობილთა დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას;�.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. დაუშვებელია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პაციენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას.�.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 13

პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში. სამედიცინო დახმარება განხორციელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.�.

4. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 44

ექიმი ვალდებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო. ექიმი აგრეთვე ვალდებულია უარი თქვას ისეთ ჩარევაზე, რომელიც ეწინააღმდეგება სამედიცინო და ეთიკურ ნორმებს.�.

5. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 112

პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირები სარგებლობენ ამ კანონის 108-ე და 109-ე მუხლებში განცხადებული ყველა უფლებით. ამ პირთა მონაწილეობა სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მათ ჯანმრთელობას პირდაპირ და მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს.�.

6. 129-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. აკრძალულია სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისაგან.�.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ���������������������������������� მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2716�Iს