დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 117-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.102480 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.03.2024, სარეგისტრაციო კოდი: 470000000.05.001.102226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 და 1545 მუხლები: „მუხლი 1544 1. 2026 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება. 2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება. მუხლი 1545 1. სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი; ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს; გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი; დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს; ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები; ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები; ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები; თ) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი; ი) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები; კ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი; ლ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები; მ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი; ნ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი; ო) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი; პ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი. 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.“.“. 2. მე-2 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული რეესტრის (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) მოდული. 2. 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია. 3. 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ. 4. 2026 წლის 1 სექტემბრიდან პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, აგრეთვე ის პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი დებულებით (მარეგულირებელი ნორმით) არ უსარგებლია, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარებიან.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან;‘‘. მუხლი 2. 2025 წლის 1 ივლისამდე საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება აქვს ყველა შესაბამის დაინტერესებულ პირს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N117-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები