დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2793-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.020854 |
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) პარამედიკოსი − შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და პასუხს აგებს მის შედეგებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;‘‘; ბ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“. 2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) პარამედიკოსის კომპეტენციას.“. 3. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1041 მუხლი: „მუხლი 1041 პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საექიმო საქმიანობაზე განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თავისებურებათა გათვალისწინებით, მინისტრის სათანადო ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 მუხლი: „მუხლი 1543 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 მაისი 2023 წ. N2793-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები