დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1745 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 14/01/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.280.05.001.000.467 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/03/2008 - 24/09/2009)
საქართველოს კანონი
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ამ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.
3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
6. ფინანსური ინსტიტუტები (გარდა კომერციული ბანკებისა) უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგულირების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო.
2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.
3. აუდიტორი – პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე ან/და რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე. აუდიტორული კომპანია არ უნდა იყოს აფილირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი.
4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.
5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი.
51. რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:
ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;
ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;
გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;
დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;
ე) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე.
6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.
7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
8. (ამოღებულია).
9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.
10. ლიცენზია – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია.
11. დაკავშირებული პირი:
ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;
ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;
გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
დ.ა) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
დ.ბ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე.
12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.
13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა სააგენტოს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.
14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ.
15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არის/არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით, – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.
16. ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს.
17. (ამოღებულია).
18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზედაც ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
19. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.
20. კონტროლი (მნიშვნელოვანი წილი, მნიშვნელოვანი შენაძენი) – ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო.
21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც:
ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს;
ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.
22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.
23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი.
24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.
25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.
26. საბროკერო კომპანია – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი.
29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
30. (ამოღებულია).
31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა – დარღვევა, რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათის და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას.
32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით (ან მათი კომბინირებული ვარიანტით) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება, როგორც ფასიანი ქაღალდები:
ა) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან დაფინანსებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა;
ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ;
გ) ჩეკი (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ“);
გ 1 ) თამასუქი (რეგულირდება საქართველოს კანონით „თამასუქის შესახებ“);
დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც ხორციელდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.
33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე.
34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.
35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი.
37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.
38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს იდენტურ უფლება-მოვალეობებს.
39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.
40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.
41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.
42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესებით.
43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.
44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის.
45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობს/კისრულობენ ვალდებულებას, განათავსოს/განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:
ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;
ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.
47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.
48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია – უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.
49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.
50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.
501. წევრი – საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტი, რომელიც საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წესის შესაბამისად აღიარებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წევრად.
51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა.
52. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს საჯარო ფასიან ქაღალდებს.
53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.
54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადაზღვევის ორგანიზაციის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. სააგენტოს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.
55. საინვესტიციო ფონდი – იურიდიული პირი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც იქმნება ინვესტორების ფულის აკუმულირებისა და განთავსების მიზნით.
56. კოლექტიური საინვესტიციო სქემა – ფინანსური ინსტიტუტების მართვაში გადაცემული ფულადი საშუალებები ამ თანხების ინვესტიციებში განთავსების მიზნით.
57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისთვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირები, რომლებიც ასეთად აღიარებულია სააგენტოს მიერ.
58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს.
59. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი – ფინანსური ინსტიტუტი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა, შექმნილი ამ კანონის შესაბამისად. მისი მონაწილენი არიან მხოლოდ გათვიცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორები.
60. საინვესტიციო ფონდის მმართველი – პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდს.
61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას:
ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს;
ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების ბენეფიციურ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს.
62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – სააგენტოს მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან, განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.
63. კოტირება – საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან/და ფასთა ინტერვალის დადგენა გარკვეული თარიღისათვის, გაანგარიშებული დადებული გარიგებების ან/და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე, ბირჟის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად.
64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში – ფინანსური ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც მშობელი, ისე შვილობილი საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი II
ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება
მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი სააგენტოს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და სააგენტოს შეატყობინებს ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დააწესოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.
2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.
3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები.
4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათვის არ განიხილება, როგორც საჯარო შეთავაზება.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი
1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ.
2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც მიიჩნევა საჯარო შეთავაზების განაცხადად:
ა) სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილი განაცხადი;
ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაში – ხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებული არიან, როგორც პასუხისმგებლები ემიტენტის მართვაზე (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს:
ბ.ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მის სახელს, მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროებისამებრ – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;
ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;
ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;
ბ.დ) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:
ბ.დ.ა) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასსა და საორიენტაციო რაოდენობას;
ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა შეესყიდა მთელი ემისიის ფასიანი ქაღალდების ნაწილი, – ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;
ბ.დ.გ) ინფორმაციას იმის შესახებ, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;
ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს;
ბ.დ.ე) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას.
3. სააგენტოს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.
4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილი.
5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა სააგენტოს, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
6. თუ რომელიმე ემიტენტის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟებიდან ერთ-ერთზე მაინც, მაშინ ასეთ ემიტენტს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია შეუძლია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი რეგულირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო სააგენტო საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.
7. შეთავაზების განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მას და თუ:
ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს, წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომელთაც ხელახლა განიხილავენ;
ბ) დაამტკიცა ემისიის პროსპექტი, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწვდის მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;
გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს, წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, სააგენტომ შეიძლება წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;
დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაშინ 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.
8. საბოლოო პროსპექტში მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია არ უნდა იყოს 18 თვეზე უფრო ადრინდელი. ტექსტში მოყვანილი აღწერები უნდა შეესაბამებოდეს უახლეს შესაძლო თარიღს.
9. 10 დღის ან სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით, – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.
10. სააგენტოსათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.
11. სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სააგენტოს რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.
12. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის, განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისათვის, ამ კანონის 55-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს:
ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;
ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მისი, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის, ავტორის მოხსენიებაზე, ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო.
13. არც ერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ იქნება პასუხისმგებელი ამ კანონის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ ამის შესახებ მითითებულია ემისიის პროსპექტში ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:
ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომლებიც მოცემულია საბოლოო პროსპექტში მისი საქმიანობის ან საქმიანობაზე თანხმობის შესახებ, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა სააგენტოსა და ემიტენტს;
ბ) საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე მან დაუყოვნებლივ შეატყობინა სააგენტოს ამის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;
გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ, მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მოცემული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს ასეთი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი.
14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ ემისიის პროსპექტის გარეკანზე არ არის მითითებული), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“– „გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით.
15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 5. შეთავაზების პროცედურა
1. საბოლოო პროსპექტი მიეწოდება ინვესტორებს საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე, დაწყებისთანავე ან გაყიდვის პროცესში.
2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას:
ა) სააგენტოს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;
ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
3. თუ ემისიის პროსპექტში შესწორება შეიტანება ამა თუ იმ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელმომწერებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ხოლო ემიტენტი ვალდებულია უკან დააბრუნოს ფასიანი ქაღალდების საფასური გამოუქვითავად, ხელმომწერთა მიერ უარის განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში. ხელმომწერნი, რომლებიც უარს არ განაცხადებენ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ექვემდებარებიან შეთავაზების ახალ პირობებს.
4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ სააგენტო შეიტყობს, რომ სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.
5. თუ სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე
1. აკრძალულია სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე მისი გავრცელება.
2. აკრძალულია სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ ნებისმიერი სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება
1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, სააგენტოს შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება გააუქმოს.
2. თუ სააგენტო შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი სააგენტოს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს, რომელიც შეიცავს შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ფასს; თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.
2. სააგენტო წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა.
3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე, ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი III
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება
1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა) განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.
2. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.
3. სააგენტო ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული ტიპის ანგარიშვალდებული საწარმოები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოთა მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოთა საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეუსაბამობაში აღმოჩნდება აღნიშნული მუხლებით დაცულ საჯარო ინტერესთან.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 10. საჯარო ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი გამოშვებულ უნდა იქნეს არამატერიალიზებული ფორმით. მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება დემატერიალიზაციას.
2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით სააგენტომ შეიძლება მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია, თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან იმოქმედონ ამ წესის მიხედვით.
3. ემიტენტმა, რომლის რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, მათი საჯარო ფასიან ქაღალდებად მიჩნევიდან 60 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს მას ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.
4. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, რეგისტრატორს მას უნიშნავს სააგენტო დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს სააგენტოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;
დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით;
ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის, – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;
ვ) თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, – მისი მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.
7. თუ ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში:
ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) სააგენტოს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);
ბ) ცვლილების განხორციელების დღის ბოლომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟას და მის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს წერილობით დაუდასტუროს მისი განხორციელება, ამასთანავე, შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებს 3 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფონდო ბირჟა და მისი მომსახურე ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებული არიან, აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების მიღებამდე შეაჩერონ შესაბამის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები.
9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია, ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის ემიტენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
10. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ერთი რეგისტრატორი.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:
ა) წლიური ანგარიში;
ბ) ნახევარი წლის ანგარიში;
გ) მიმდინარე ანგარიში.
2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. პირველი ასეთი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს 90 დღის განმავლობაში იმ სამეურნეო წლის დამთავრებიდან, რომელშიც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. შემდგომში ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 90 დღის განმავლობაში.
3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ. თუ საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მაშინ ის ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ 6-თვიან პერიოდს, წარედგინება სააგენტოს ამ პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. შემდგომში, ნახევარი წლის ანგარიში წარედგინება სააგენტოს 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.
4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს სააგენტოს მიერ დადგენილი წესი.
5. სააგენტოს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშის ფორმა.
6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლში განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს როგორც სააგენტოს, ისე საფონდო ბირჟას.
7. სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით სააგენტოს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.
8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს სააგენტოსთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.
9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 12. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი სააგენტოს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.
2. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, მაშინ ანგარიში წარედგინება საფონდო ბირჟასაც.
3. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 10 დღისა იმ დროიდან, როცა:
ა) საწარმო გახდა ანგარიშვალდებული;
ბ) პირი გახდა მმართველი ორგანოს წევრი;
გ) პირმა შეიძინა აღნიშნული საწარმოს ფასიანი ქაღალდები.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ
1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია სააგენტოსთვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. სააგენტომ ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.
2. ანგარიშვალდებული საწარმო სააგენტოს ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. სააგენტო დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. სააგენტო უფლებამოსილია, სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთანავე, თუ:
ა) სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს სააგენტოს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. სააგენტოს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთჯერ შეუძლია;
ბ) სააგენტო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 14. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
1. პირი ან პირთა ჯგუფი, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ ატყობინებს სააგენტოს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.
2. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
3. ჯგუფად ჩაითვლებიან პირები, თუ მათ შორის არის შეთანხმება:
ა) ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შეძენის, ფლობისა და განკარგვის საერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ;
ბ) ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით მესაკუთრის ნებისმიერი უფლების, მათ შორის, ხმის უფლების გამოყენების შესახებ.
4. ასეთი შეთანხმების არსებობა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებს შორის იგულისხმება წერილობითი დადასტურების გარეშეც.
5. ჯგუფი სააგენტოს წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.
6. თუ სააგენტო ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა სააგენტოს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, სააგენტოს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ აქციებზე ხმის გამოყენების უფლება.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება
1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე განცხადების გაკეთებას კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ბენეფიციარი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე, ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;
ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან მასზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
4. სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის.
5. თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას, ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში, იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე. ეს მოთხოვნა ეხება იმ თანხმობებსაც, რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით.
6. თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას, იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს, რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე, მიუხედავად იმისა, მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ.
7. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია:
ა) სატენდერო შეთავაზების გარდა, სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში;
ბ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები.
8. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 16. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა:
ა) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის.
2. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის.
3. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება, რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთანავე, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას.
4. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ.
5. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 161. ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის.
2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს (საწარმო, რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50%-ზე მეტ წილს) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არის გარიგების მეორე მხარე;
ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ს ან მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;
გ) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი;
დ) დანიშნულია/არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის მფლობელის (მფლობელების) წარდგინებით;
ე) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან;
ვ) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია, დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის, გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.
4. თუ პირმა არ იცოდა, რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ, თავისი დაინტერესების ფაქტის შეტყობისთანავე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება. ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება, როგორც ხმათა სრული ოდენობა, და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს, – მხოლოდ საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა სააგენტოს მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სააგენტოსათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.
8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან აქციონერს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, თუ დამტკიცდება, რომ გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 17.(ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი IV
ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა
მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე
1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟებზე, ისე საფონდო ბირჟების გარეთ.
2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ;
გ) ყოველგვარი დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ ბირჟათაგან ერთ-ერთ ბირჟაზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს სააგენტოს.
3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით.
4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე.
5. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე.
6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს, ამ შემთხვევაში:
ა) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით, საბროკერო კომპანია ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 19. გარიგებანი საჯარო ფასიანი ქაღალდებით
1. ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა, – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სააგენტოს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები.
3. სააგენტოს უფლება აქვს დააზუსტოს საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის პროცედურები.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი V
ლიცენზირება
მუხლი 20. ლიცენზიის სახეები
1. სააგენტო უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:
ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია;
გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
2. აკრძალულია სააგენტოს მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 21. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 22.(ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა
საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს, განახორციელოს კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება, მათ შორის:
ა) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტით გარიგებებში;
ბ) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების ან/და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელება;
გ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;
დ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;
ე) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, კლიენტების სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;
ვ) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;
ზ) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და ფასიანი ქაღალდების ანგარიშები და აწარმოოს მათზე ოპერაციები;
თ) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;
ი) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;
კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“;
ლ) განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
მ) განახორციელოს სხვა ოპერაციები ფინანსურ ინსტრუმენტებთან, სამეწარმეო საზოგადოების წილებთან ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 231. ზოგადი მოთხოვნები
1. ერთი პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. ამის შესახებ მან უნდა აცნობოს სააგენტოს და ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს.
2. ბირჟის, რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი.
3. ამ კანონით ნებადართულია კომერციული ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების (საბროკერო კომპანიების) მეშვეობით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა და დამხმარე საქმიანობისა, რომელიც საჭიროა ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად.
5. საწარმო, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.
6. სააგენტოს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.
8. პირებს, რომლებსაც არ აქვთ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც სააგენტოს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს;
ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 25. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 26. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 27. საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც:
გ.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად;
გ.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი;
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.
2. პირებს, რომლებსაც არ აქვთ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „საფონდო ბირჟა“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები
1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიას. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
ვ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
ზ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;
თ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.
3. პირებს, რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო პირობები
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;
ვ) პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;
ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;
ი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.
2. პირებს, რომლებსაც არ აქვთ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „რეგისტრატორი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 30. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 31. საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება
1. სააგენტო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:
ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.
3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტომ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.
4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი VI
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი
მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება
1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.
2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობები
1. საბროკერო კომპანიამ, თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები.
2. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით.
3. სააგენტოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ან არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის.
4. ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა. საბროკერო კომპანია იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს სააგენტოს:
ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე;
ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. საბროკერო კომპანიამ სააგენტოსაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. სააგენტომ შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 34. საფონდო ბირჟის წევრები
1. საფონდო ბირჟის წევრები შეიძლება იყვნენ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტები.
2. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის წევრი.
3. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს წევრად მიღებაზე, თუ:
ა) ის წერილობით არ აღიარებს საფონდო ბირჟის წესებს და არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს;
ბ) ბროკერი, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით, განათლების დონით, გამოცდილებითა და კომპეტენტურობით არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით არის განსაზღვრული;
გ) ის წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით.
4. საფონდო ბირჟის წევრმა სააგენტოს საბჭოში შეიძლება გაასაჩივროს საფონდო ბირჟის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და ან ბირჟის მიერ დადგენილ წესებს. სააგენტოში გასაჩივრება არ გამორიცხავს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 341. საფონდო ბირჟის წესები
1. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები:
ა) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს;
ბ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებს და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს;
გ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს;
დ) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის;
ე) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას, ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს (წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას, არ უნდა უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უნდა უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს);
ვ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს;
ზ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს, რომლებიც აუცილებელია წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის;
თ) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას, მათ შორის, საკვალიფიკაციო/საგამოცდო მოთხოვნებს, ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს;
ი) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას, აგრეთვე რეგულირებაში, კლირინგში, ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;
კ) კრძალავს დისკრიმინაციას ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებს, ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის.
2. საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა, ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია.
3. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს:
ა) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს;
ბ) წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება;
გ) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის, მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით;
დ) ეთიკის კოდექსის ნორმებს.
4. დაუშვებელია საფონდო ბირჟა ეწეოდეს სხვა საქმიანობას, გარდა:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული საფონდო ბირჟის (ძირითადი) საქმიანობისა;
ბ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა (დამხმარე) საქმიანობებისა;
გ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების ეფექტიანი გამოყენებისთვის გამიზნული დამხმარე საქმიანობისა.
5. საქართველოში ერთდროულად შეიძლება საქმიანობდეს რამდენიმე საფონდო ბირჟა.
მუხლი 35. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო
1. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავენ აქციონერები.
2. საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს შეუძლია:
ა) მიიღოს, უარყოს ან შეასწოროს საფონდო ბირჟის წესები;
ბ) უზრუნველყოს ამ კანონის, თავისი შინაგანაწესის, წესდებისა და საფონდო ბირჟის წესების დაცვა და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს საფონდო ბირჟის წევრების საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა;
გ) განმარტოს საფონდო ბირჟის წესები. ყველა ამგვარი განმარტება საბოლოოა;
დ) დაუშვას სავაჭროდ გარკვეული ფასიანი ქაღალდები, დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს ზოგიერთი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობა;
ე) დაუშვას წევრები საფონდო ბირჟაზე საქმიანობისათვის, საფონდო ბირჟის წესებისა და ამ კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, და დროებით ან საერთოდ აუკრძალოს ვაჭრობა წევრებს საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოს კანონიერი და სწორი საქმიანობა, საფონდო ბირჟაზე დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე კოტირებების, ფასებისა და მათთან დაკავშირებული საბაზრო ინფორმაციის გამოქვეყნება.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 36. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
3. საფონდო ბირჟისათვის სააგენტოს მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია.
4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.
5. საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს სააგენტო.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარი
1. ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებია:
ა) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ცენტრალური დეპოზიტარის წევრებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეთა ანგარიშები თავისი წესების შესაბამისად;
ბ) მოამზადოს და დანერგოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი წესებით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას;
გ) შეამოწმოს, იცავენ თუ არა წევრები ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის ინსტრუქციებსა და წესებს;
დ) უზრუნველყოს სხვა მომსახურება მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მომსახურების მიზნით;
ე) მისცეს წევრს ამონაწერი ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მდგომარეობის შესახებ თავისი წესების შესაბამისად.
2. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) თავისი წესების შესაბამისად შეუძლია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ წევრის ანგარიში:
ა) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის მიერ;
ბ) რომელმაც არ შეასრულა აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების შესახებ;
გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს სააგენტოს, რომ ანგარიშის ასეთი შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.
3. დეპოზიტარის წესები უზრუნველყოფს:
ა) მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დადგენას;
ბ) სამართლიან და არადისკრიმინაციულ მოპყრობას მონაწილეებისა და მონაწილეობის კანდიდატებისადმი;
გ) დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;
დ) დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას;
ე) წევრებისა და თანამშრომლების მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვას.
4. ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობისა.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 39. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობანი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დადგენილი და თავისი წესების შესრულება.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებისა და შინაგანაწესის დებულებებს, ამ კანონს, სააგენტოს მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სააგენტოში.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.
4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ასეთ რეგისტრირებულ მფლობელს უნდა მიაწოდოს:
ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის;
ბ) ინფორმაცია ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ კონკრეტული პერიოდისათვის.
5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიწოდებული ამონაწერი უნდა შეიცავდეს:
ა) მკაფიო მითითებას, რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი, არ საჭიროებს რეგისტრატორისათვის წარდგენას და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი (მფლობელის ტიპის მითითებით) მასში მითითებული თარიღისათვის;
ბ) ანგარიშის მფლობელის (მფლობელების) სახელს (სახელებს), ამონაწერის გაცემის დღესა და დროს (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდს), ემიტენტის სახელს და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესები.
6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ანგარიშის მფლობელებს შეიძლება მოსთხოვონ გარკვეული ანაზღაურება ამონაწერის დამატებითი ასლების მიწოდებისათვის. რეგისტრატორების მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული (ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებისთვის), უნდა ასახავდეს რეალურ დანახარჯებს და წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.
7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:
ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ბ) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
8. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ მიაწოდონ ვინმეს, გარდა სააგენტოსი, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.
9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა.
10. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტი, მაშინ იგი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს ამ ფაქტის შესახებ.
11. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და მისი მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის ბენეფიციარული მესაკუთრეობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.
12. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სააგენტოს წარუდგენს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით მომზადებულ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 41. საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი
1. საფონდო ბირჟასა და ცენტრალურ დეპოზიტარს აქვთ უფლება, თავიანთი წევრებისადმი დადგენილი წესებით განსაზღვრონ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. საფონდო ბირჟას არ აქვს უფლება, რომ მას საკლირინგო-საანგარიშსწორებო მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტი დეპოზიტარი.
3. ნებისმიერმა საფონდო ბირჟამ ან დეპოზიტარმა ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანის ან წესების გაუქმების შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს.
4. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების კოტირება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ვალუტაში.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 42. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 43. სააგენტოს დამატებითი უფლებამოსილება
1. იმ შემთხვევაში, თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნული წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს შესაბამის წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.
2. შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს ან შეაჩეროს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერი წესი, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესი:
ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას;
ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დააკისროს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კანონის მიხედვით სააგენტოს მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროშია.
4. ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში იქნება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ დადგენილ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები.
6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს სააგენტოს მიერ ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.
7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია სააგენტოს მიერ ამ მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააგენტოს საბჭოში ან სასამართლოში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
8. სააგენტოს საბჭოში საჩივრის წარდგენა საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს არ ართმევს უფლებას, იმავე საკითხთან დაკავშირებით იჩივლოს სასამართლოში.
9. სააგენტოს საბჭოში გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს სააგენტოს სამართლებრივი აქტის მოქმედება.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი VI1. საინვესტიციო ფონდები
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 431. საინვესტიციო ფონდები
1. საქართველოში ნებადართულია რეგულირებადი და არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდების საქმიანობა.
2. არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდი იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით.
3. რეგულირებადი საინვესტიციო ფონდის ერთ-ერთი სახეა გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი (გისფ).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 432. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
1. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს რეგისტრაციისათვის უგზავნის განაცხადს.
2. სააგენტომ 2 კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს განაცხადი. თუ განაცხადი არასრულყოფილია, სააგენტოს შეუძლია გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება (შევსება).
3. დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი ჩაითვლება რეგისტრირებულად.
4. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს სააგენტოში რეგისტრაციის გარეშე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება (ინვესტირება).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 433. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის განაცხადი
1. სააგენტოში წარდგენილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) კომპანიის რეკვიზიტები;
ბ) მმართველის (მმართველების), დეპოზიტარის (თუ ასეთი ჰყავს), აუდიტორის ან სხვა მომსახურე პირთა ვინაობა და მისამართი;
გ) ყველა მისამართი, რომელიც მონაწილემ (ინვესტორმა) უნდა იცოდეს, რათა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ფონდის შესახებ, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;
დ) ფონდში ახალი მონაწილეების (ინვესტორების) შემოყვანის პირობები;
ე) ფონდის მართვისათვის მმართველის (მმართველთა) სასარგებლოდ გადასახდელების შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 434. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის ვალდებულება
1. ყველა იმ ხელშეკრულებაზე (წესდებაზე), რომელიც ეხება ფულადი საშუალებების მოზიდვას, ხელშეკრულების (წესდების) გარეკანზე უნდა იყოს მითითება, რომ ეს არის გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი და რომ ამ ფონდში ფულის განთავსება შეუძლიათ მხოლოდ გამოცდილ ინვესტორებს.
2. ხელშეკრულების შეცვლა შეიძლება მხოლოდ ყველა მონაწილის (ინვესტორის) თანხმობით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. დაუშვებელია ხელშეკრულებაში გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილისათვის (ინვესტორისათვის) კონკრეტული შემოსავლის დაპირება.
4. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი ვალდებულია თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვები „გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი“.
5. თუ გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევენ დაკავშირებული პირები ან ამ ფონდში მმართველები ან ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან დაკავშირებული პირები, მაშინ საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ასეთი ინფორმაცია გახადოს საჯარო.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 435. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი)
1. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) თავად ახდენს შესაბამისობის დეკლარირებას და დეკლარაციაში ირწმუნება, რომ მან იცის ფონდში მონაწილეობის რისკების შესახებ.
2. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მმართველი დაისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მან იცოდა, რომ პირი არ არის გამოცდილი ინვესტორი, და უფლება დართო, გამხდარიყო ფონდის მონაწილე (ინვესტორი).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი VII
ფასიანი ქაღალდების გარიგებებში გაყალბებებისა და მანიპულაციების აკრძალვა
მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია
1. აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით:
ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს ბენეფიციარულ მესაკუთრეობაში;
ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემა.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაცია და მისი ბოროტად გამოყენება
1. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან.
2. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და, ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.
3. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება:
ა) თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;
ბ) მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
გ) ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად.
თავი VIII
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
მუხლი 46.(ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
მუხლი 47. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
მუხლი 48. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
მუხლი 49. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 50. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
მუხლი 51. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 52. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 53. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
მუხლი 54. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი IX
პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 55. ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სახეები, სახდელები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. პირის მიერ ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით:
ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს, მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;
გ) სამართალდამრღვევ პირს შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა დროის გარკვეული პერიოდით;
დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.
მოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი X
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 56. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
თავი XI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 57. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №412 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოებების აქციათა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბების ზოგიერთ ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.
3. 2008 წლის 15 ივლისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე.
4. ამ კანონის საფუძველზე 2008 წლის 15 აპრილამდე გაცემულ ყველა ლიცენზიას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც 2008 წლის 15 აპრილის შემდეგ გაცემულ ლიცენზიებს.
5. 2009 წლის 15 თებერვლამდე ძალას ინარჩუნებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყველა ის წესი, რომელიც მოქმედებდა 2008 წლის 15 აპრილამდე, ხოლო 2009 წლის 15 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს ახალი წესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი იქნება.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1745–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
2.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111
3.საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
4.საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
5.საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
6.საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93
7.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
8.საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
დოკუმენტის კომენტარები