„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5668-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.019749
5668-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
040170280.05.001.019749
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-2 მუხლის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54.   ფინანსური   ინსტიტუტი   –   იურიდიული   პირი,   რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მათ შორის, დროებითი ბანკის, სადაზღვევო  ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისგან, თუ ეს აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.“.

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი გაათავისუფლოს ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის ვალდებულებისგან ან მას დროებით გადაუვადოს აღნიშნული ვალდებულება.“.

5. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 პუნქტები:

„31. თუ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/საჯარო ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერება, ახალი საჯარო ფასიანი ქაღალდების (აქციების) საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება ან ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ხელახლა დაშვება, ეს უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით.

32. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენებისას შემძენი არ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟის წევრობის კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საფონდო ბირჟის წევრი შეიძლება იყოს არაუმეტეს 24 თვისა.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5668-რს