დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4201-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.017905 |
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს სააგენტო.“; ბ) მე-13 – მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა სააგენტოს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ. 14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ. 15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია (კომპანიები) თანახმა არის (არიან) ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“; გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველობს სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“; დ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. სააგენტო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საფინანსო სექტორს.“; ე) 32-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.“; ვ) 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესებით.“; ზ) 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.“; თ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია (კომპანიები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად: ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, მისი თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით; ბ) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არაგარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, მისი თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.“; ი) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.“; კ) 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.“; ლ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. სააგენტოს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“; მ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია სააგენტოს მიერ.“; ნ) 62-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – სააგენტოს მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით იმ პირის სახელით წამოყენებული ამგვარი წინადადება, რომელიც არ არის ემიტენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი სააგენტოს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დააწესოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი 1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან გამოქვეყნების შემდეგ. 2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს მას შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც საჯარო შეთავაზების განაცხადად მიიჩნევა: ა) სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ განაცხადს; ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლს, ხელმოწერილს ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტის შემთხვევაში – ხელმოწერილს იმ პირების მიერ, რომლებიც კანონით ემიტენტის მართვაზე პასუხისმგებლებად არიან აღიარებული (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს: ბ.ა) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას), მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროების შემთხვევაში – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ინფორმაციას ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის; ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის; ბ.დ) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ბ.დ.ა) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასისა და საორიენტაციო რაოდენობის შესახებ; ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის ნაწილი – ასეთი გარიგების მიახლოებით დეტალებს; ბ.დ.გ) იმის შესახებ ინფორმაციას, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ინფორმაციას ფასიანი ქაღალდის ვადისა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობების შესახებ; ბ.დ.ე) ინფორმაციას შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენების შესახებ. 3. სააგენტოს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის წარდგენის შესახებ, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადის მიხედვით. 4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას ბოლო 2 წლის განმავლობაში წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში, სააგენტოს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა. 5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა სააგენტოს, იგი შეიძლება ჩაირთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 6. თუ რომელიმე ემიტენტის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, ასეთ ემიტენტს შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, დამატებითი რეგულირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო სააგენტო საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს. 7. შეთავაზების განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მას და თუ: ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს უგზავნის წერილობით პასუხს, რომლითაც მოსთხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელ დოკუმენტებს. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომლებიც ხელახლა განიხილება; ბ) დაამტკიცა ემისიის პროსპექტი, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში აძლევს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს, წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, შეიძლება წერილობით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა. 8. საბოლოო პროსპექტში მოცემული მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია 18 თვეზე უფრო ადრინდელი არ უნდა იყოს. ტექსტში მოყვანილი აღწერები უახლეს შესაძლო თარიღს უნდა შეესაბამებოდეს. 9. იმ დღიდან 10 დღის ან სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, როდესაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, ხოლო როცა ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით საბროკერო კომპანიები ყიდიან – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად. 10. სააგენტოსთვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ ითვლება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად. 11. სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სააგენტოს რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“. 12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითებისათვის ამ კანონით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს: ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად; ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე; გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე, – ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების შემთხვევაში. 13. არავინ, გარდა ემიტენტისა, არ არის პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ ემისიის პროსპექტში მითითებულია ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ: ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომლებიც მითითებულია საბოლოო პროსპექტში მის საქმიანობასთან ან საქმიანობაზე თანხმობასთან დაკავშირებით, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა სააგენტოსა და ემიტენტს; ბ) საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, მან ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინა ამის შესახებ სააგენტოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად; გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მითითებული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს შესაბამისი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი. 14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ ემისიის პროსპექტის გარეკანზე არ არის მითითებული), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო აქციის მფლობელი დაზარალდა. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა მათი შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სხვა პირები ასევე პასუხისმგებელი არიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზება ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით. 15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას: ა) სააგენტოს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება; ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ სააგენტო შეიტყობს, რომ სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება. 5. თუ სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ამ, ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.“. 6. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე 1. აკრძალულია სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე მისი გავრცელება. 2. აკრძალულია სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირის მიერ ნებისმიერი სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება. მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება 1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა თუ ემისიის პროსპექტში მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, სააგენტოს შეუძლია გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება. 2. თუ სააგენტო შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ, უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით. მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში 1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი სააგენტოს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ფასის შესახებ. თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ. 2. სააგენტო წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა. 3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი საწარმო არ არის, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის უნდა გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე, ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები.“. 7. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი. 3. სააგენტო ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული ტიპის ანგარიშვალდებული საწარმოები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოთა მიერ შესაბამისი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოთა საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.“. 8. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით სააგენტომ შეიძლება მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან, ამ წესის მიხედვით იმოქმედონ.“; ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი დამოუკიდებელ რეგისტრატორს გადასცეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, ემიტენტს რეგისტრატორს უნიშნავს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს სააგენტოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება) და იურიდიული მისამართი; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები; დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ ემიტენტი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა; ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი. 6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.“; გ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების შეტანამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის მითითებით) სააგენტოს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ფასიანი ქაღალდების ახალ რეგისტრატორს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.“. 9. მე-11 მუხლის პირველი – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს: ა) წლიური ანგარიში; ბ) ნახევარი წლის ანგარიში; გ) მიმდინარე ანგარიში. 2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. 3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). იგი სააგენტოს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია წარუდგინოს სააგენტოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. 4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც დადგა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიში სააგენტოს წარედგინება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს სააგენტოს მიერ დადგენილი წესი. 5. სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი. 6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს სააგენტოს და საფონდო ბირჟას. 7. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში მოცემული ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით სააგენტოს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს სააგენტოსთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან, მასზე მითითების გზით, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.“. 10. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი სააგენტოს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული ან/და ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“. 11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ 1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია სააგენტოსთვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. სააგენტომ ამ კანონით და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით. 2. ანგარიშვალდებული საწარმო სააგენტოს ცალკე, კონფიდენციალურობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. სააგენტო დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. სააგენტო უფლებამოსილია სპეციალური ანგარიშის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხი. ამასთანავე, თუ: ა) სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლია წერილობით სთხოვოს სააგენტოს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. სააგენტოს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთხელ შეუძლია; ბ) სააგენტო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც დოკუმენტები წარადგინა, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.“. 12. მე-14 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი ან პირთა ჯგუფი სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ ატყობინებს სააგენტოს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა. 2. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება ხდება ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირთა ჯგუფი სააგენტოს წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის. 6. თუ სააგენტო ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა სააგენტოს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას არ შეატყობინა ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, სააგენტოს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ აქციებზე ხმის გამოყენების უფლება.“. 13. მე-15 მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. შემთავაზებელს ეკრძალება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადების, განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების შესახებ, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“. 14. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.“. 15. 161 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს სააგენტოს შეტყობინება იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, აგრეთვე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა სააგენტოს მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.“. 16. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს სააგენტოს.“. 17. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები. 3. სააგენტოს უფლება აქვს, დააზუსტოს საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის პროცედურები.“. 18. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ლიცენზიის სახეები 1. სააგენტო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები: ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია; ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია; გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია; დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია. 2. აკრძალულია სააგენტოს მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 19. 201 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ან საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესასრულებლად ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“. 20. 23-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“;“. 21. 231 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთი პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. მან ამის შესახებ სააგენტოს უნდა აცნობოს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში აღნიშნული საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება.“. 22. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს არ აქვს ჩამორთმეული მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს; დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ. თუ პირი სააგენტოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მიმდინარე ბალანსს; ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ვ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“. 23. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს არ აქვს ჩამორთმეული მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც: ე.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად; ე.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) სააგენტოს შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში); კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“. 24. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს არ აქვს ჩამორთმეული მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) სააგენტოს შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში); კ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“. 25. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს არ აქვს ჩამორთმეული მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში); დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს სააგენტოს მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ; ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დადგენილი წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; ი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; კ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“. 26. 31-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. 3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტომ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.“. 27. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება 1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირებს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ. 2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს აღნიშნული ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, სააგენტოს − მისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.“. 28. 33-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტის დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს სააგენტოს: ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე; ბ) საბროკერო კომპანიის სახელწოდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 6. საბროკერო კომპანიამ სააგენტოსგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. სააგენტომ შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.“. 29. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე. 2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით. 3. საფონდო ბირჟისათვის სააგენტოს მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია. 4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ გადაწყვეტილების თაობაზე. 5. საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს სააგენტო.“. 30. 38-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშის შეჩერების ან დახურვის შესახებ და აცნობებს სააგენტოს, რომ ანგარიშის ასეთი შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა.“. 31. მე-40 მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დადგენილი წესებისა და თავისი წესების შესრულება. 2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, სააგენტოს მიერ დადგენილ წესებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესებს. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სააგენტოში. 3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნების მიღწევისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. ემიტენტის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანგარიშის მფლობელის (მფლობელების) სახელს (სახელებს), ამონაწერის გაცემის დღესა და დროს (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდს), ემიტენტის სახელწოდებას (დასახელებას) და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდების კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესები.“; გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები: ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ბ) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ, წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 8. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა სააგენტოსი, არასაჯარო, კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტი, იგი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს ამის შესახებ.“; ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სააგენტოს წარუდგენს სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.“. 32. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საფონდო ბირჟამ ან დეპოზიტარმა ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანის ან წესების გაუქმების შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს.“. 33. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. სააგენტოს დამატებითი უფლებამოსილება 1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ამ წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანა. 2. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერ წესში ან შეაჩეროს ამ წესის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი: ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დაუწესოს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროშია. 4. ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაშია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა ამ აქტის გამოცემის მიზეზი. 6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს სააგენტოს მიერ ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. 7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია სააგენტოს მიერ ამ მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 8. სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს სააგენტოს სამართლებრივი აქტის მოქმედება.“. 34. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 2. პირის მიერ ამ კანონის, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით: ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირსა და მის თანამონაწილეს, მიიღონ საჭირო ზომები სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი; გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული პერიოდით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა; დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 35. 551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 551. დარღვევები და სანქციები 1. სააგენტოს უფლება აქვს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია: ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები; ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; გ) ლიცენზიის წესები; დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები; ე) საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა; ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. 3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 3 სექტემბერი 2015 წ. N4201-Iს |
დოკუმენტის კომენტარები