„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2607-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.020815
2607-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
040170280.05.001.020815
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფინანსურ ინსტიტუტებს (გარდა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისა) უფლება აქვთ, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან  მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი.“;

ბ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“.

3. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთი აუდიტის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი შედგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და სულ მცირე 1 დამოუკიდებელი წევრისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი.“.

4. 161 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. დასადებ გარიგებას, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაინტერესებული პირები მონაწილეობენ და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ან მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, ამოწმებს აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი. აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, რომლებითაც ის დაინტერესების არმქონე პირებს შორის დაიდებოდა. აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.“.

5. 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიკრობანკს უფლება აქვს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2607-XIმს-Xმპ