დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 813-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.018450 |
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი არის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტი და დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემები გულისხმობს ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების ტიპების (კერძოდ, ხელფასის, აქციების, ოფციონების და სხვა სახის შემოსავლების) შესახებ ინფორმაციას/ზოგად აღწერილობას.“. 3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების შემოსავლების შესახებ 1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ. 2. იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ნებისმიერ აქციონერს, რომლის აქციებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ. 3. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის მესამე პირისთვის (პირებისთვის) გამჟღავნება. 4. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს აქციონერს, თუ ეს ინფორმაცია მოცემულია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო ფინანსურ ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია.“. 4. 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. დასადებ გარიგებას, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები მონაწილეობენ და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ან მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, ამოწმებს გარე აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი. გარე აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, რომლებითაც ის დაინტერესების არმქონე პირებს შორის დაიდებოდა. გარე აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა ანგარიშვალდებულმა საწარმომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N813-IIს |
დოკუმენტის კომენტარები