„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6673-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.019933
6673-რს
29/06/2020
ვებგვერდი, 07/07/2020
040170280.05.001.019933
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით არ განისაზღვრება სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების წესები.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუდიტორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტორი ან/და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელიც დამოუკიდებელია და არ არის იმ ემიტენტთან ან/და საწარმოსთან დაკავშირებული პირი, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საბოლოო პროსპექტი – დამტკიცებული პროსპექტისა და დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის ერთობლიობა.“;

გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. შეთავაზების პირობების დოკუმენტი − დოკუმენტი, რომელიც საბოლოო პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ზუსტდება შეთავაზების საბოლოო პირობები.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ემიტენტი – პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს.“;

ე) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. კონტროლი (მნიშვნელოვანი წილი) – ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ხმების 10%-ზე მეტს ფლობს ან მას სხვაგვარად შეუძლია საწარმოს გაკონტროლება.“;

ვ) 32-ე პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) დერივატივი, რომლის საჯარო შეთავაზება არ ხდება და რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები საჯარო ფასიან ქაღალდზე დამოკიდებული არ არის;“;

ზ) 67-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე პუნქტი:

„68. ბენჩმარკი − ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული განაკვეთი, ინდექსი ან რიცხვი, რომელიც პერიოდულად ან რეგულარულად განისაზღვრება ფორმულის გამოყენებით, ერთი ან რამდენიმე აქტივის ღირებულების, ფასების (მათ შორის, საპროგნოზო ფასების), საპროცენტო განაკვეთების ან სხვა ღირებულებების (მათ შორის, საპროგნოზო განაკვეთების) ან კვლევების საფუძველზე და რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფინანსურ ინსტრუმენტში გადასახდელი თანხა ან ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისთვის, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, იგი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის წარადგენს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის გამარტივებული მოთხოვნები, აგრეთვე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ემისიის პროსპექტისთვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი შეიძლება ემისიის პროსპექტში ჩართულ იქნეს მასზე მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

6. ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, უფლება აქვს, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს.“;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეთავაზების განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს წინასწარი პროსპექტის დამტკიცებიდან 10 დღისა ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზების პირობების დოკუმენტის 3 ეგზემპლარი, რომელიც განიხილება შეთავაზების განაცხადის განხილვისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

10. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეთავაზების პირობების დოკუმენტის წარდგენა არ უნდა იქნეს მიჩნეული ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმო და საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი

1. ანგარიშვალდებულ  საწარმოდ  მიიჩნევა  საჯარო  ფასიანი  ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადაა დაფუძნებული (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტისა).

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების განსხვავებული მოთხოვნები ან/და დამატებითი მოთხოვნები.

5. ამ კანონის მე-11 და მე-14 მუხლების მიზნებისთვის საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდები.“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ემიტენტი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების საჯაროდ შეთავაზებამდე შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა გადასცეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.“.

7. მე-11 და 111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები

1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში.

2. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში.

3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

ბ) მმართველობის ანგარიშგებას;

გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

4. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა.

6. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს:

ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას;

ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას;

გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

7. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე წარედგინება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა.

9. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია  უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.

12. ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის.

მუხლი 11 1. ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ

1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასისა და სხვა შემოსავლების შესახებ.

2. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება.

3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, მის აქციონერს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეტანილია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ანგარიშში ან ნახევარი წლის ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია.“.

8. მე-12 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა

1. იმ ემიტენტის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ემიტენტს წარუდგინოს შეტყობინება, თუ მის მფლობელობაში არსებული ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: 5%-ს, 10%-ს, 15%-ს, 20%-ს, 25%-ს, 30%-ს, 50%-ს, 75%-ს. აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება ამ პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების არსებულ მფლობელს, აგრეთვე ყოფილ მფლობელს (ზღვრული ოდენობის ჩამოცდენისას).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს უფლება, შეიძინოს, განკარგოს ან განახორციელოს ხმის უფლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც მას აძლევს უფლებას, შეთანხმების საფუძველზე შეიძინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდი, ან ანიჭებს მსგავს უფლებას.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის თაობაზე. ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში საჯარო გახადოს შეტყობინების სახით მიღებული ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს:

ა) თავისი სახელით და საკუთარი ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიან ქაღალდებს;

ბ) თავისი სახელით და სხვა პირის ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ  გამოშვებულ წილობრივ ფასიან ქაღალდებს;

გ) დეპოზიტარულ ხელწერილს. ამ შემთხვევაში დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელი მიიჩნევა იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად, რომელიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი.

6. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ან ემიტენტს არ აცნობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის თაობაზე, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს პარტნიორთა კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ხმის უფლების მქონე წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლების გამოყენების უფლება.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზღვრული ოდენობის გაანგარიშების მიზნით ამავე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია აგრეგირებული უნდა იქნეს.

8. ამ მუხლის შესაბამისად ხმის უფლების გაანგარიშების წესს, აგრეთვე წარსადგენი შეტყობინების ფორმასა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

9. პირებთან დაკავშირებით ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნზე.

10. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელზე, რომელიც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს მხოლოდ კლირინგის ან ანგარიშსწორების მიზნებისთვის ფლობს, ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელზე, თუ მას ამ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გაცემული მითითებების საფუძველზე.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები

1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან.

2. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით საჯარო გახადოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ან/და საჯარო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.“.

11. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, გარიგება უნდა დადოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ს ან 20%-ზე მეტს. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტისა) მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გარიგებაზე, რომელიც ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის იდება.“.

12. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად − ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც.“.

13. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია

მუხლი 44. ფასიანი ქაღალდები და გარიგების მონაწილეები, რომლებზედაც ვრცელდება გაყალბებისა და ბაზრის მანიპულაციის აკრძალვის მოთხოვნები

1. ამ თავით დადგენილი წესები ვრცელდება შემდეგ ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე:

ა) საჯარო ფასიანი ქაღალდები;

ბ) ფასიანი ქაღალდები, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით;

გ) სამთავრობო ფასიანი ქაღალდები;

დ) სხვა ფასიანი ქაღალდები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა ფასი/ღირებულება დამოკიდებულია ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებზე ან გავლენას ახდენს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ფასზე/ღირებულებაზე.

2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტით/განცხადებით მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი.

3. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე, დავალებაზე, ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, იგი საფონდო ბირჟაზე ხორციელდება თუ არა.

4. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებაზე/უმოქმედობაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.

5. ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 451 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ბენჩმარკთან დაკავშირებულ ქმედებაზე.

6. ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება უფლებამოსილი ორგანოს და მისი სახელით მოქმედი პირის იმ ქმედებაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონეტარული ან სავალუტო პოლიტიკის განხორციელებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო ვალის მართვას, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზე.

მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება

1. პირს ეკრძალება შემდეგი ქმედების/ქმედებების განხორციელება:

ა) ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა/ვაჭრობის მცდელობა;

ბ) მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიება;

გ) ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება;

დ) ბაზრის მანიპულაცია/მანიპულაციის მცდელობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები დაუდგინოს.

მუხლი 45 1. ბაზრის მანიპულაცია

1. ბაზრის მანიპულაციად მიიჩნევა შემდეგი ქმედება/ქმედებები:

ა) გარიგების დადება, დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს:

ა.ა) ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა;

ა.ბ) ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება;

ბ) გარიგების დადება, სავაჭრო დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების ფასზე, თუ მას თან ახლავს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი საშუალების/სქემის გამოყენება ან სხვაგვარად მოტყუება;

გ) ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან სხვა საშუალებით, გავრცელება, რაც იწვევს ან რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ან ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება, თუ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია (ცნობები) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო;

დ) ბენჩმარკთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან/და მონაცემების მიწოდება, თუ ინფორმაციის გადამცემმა/მონაცემების მიმწოდებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია/მონაცემები მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო, აგრეთვე სხვა ქმედება, რომლის მიზანია ბენჩმარკის გაანგარიშების მანიპულირება.

2. იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ქმედების საბაზრო მანიპულაციად მიჩნევის/კვალიფიცირების ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმები, აგრეთვე განსაზღვროს ის ქმედებები (გამონაკლისი შემთხვევები), რომლებიც ბაზრის მანიპულაციად არ მიიჩნევა.

მუხლი 45 2. ინსაიდერული ინფორმაცია

1. ინსაიდერული ინფორმაციაა:

ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს;

ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის ან პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტის დავალებების შესრულებისთვის, − ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან პირს კლიენტი აწვდის და რომელიც ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კლიენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას ეხება, თუ ეს ინფორმაცია არის ზუსტი ხასიათის, საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მან საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

2. ინფორმაცია ზუსტი ხასიათის ინფორმაციად მიიჩნევა, თუ იგი ეხება გარემოებას, რომელიც არსებობს ან რომელმაც შესაძლებელია მომავალში იარსებოს, ან შეიცავს ცნობას იმ მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია საკმარისად განსაზღვრულია, რათა გამოტანილ იქნეს დასკვნა ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ამ გარემოების ან მოვლენის შესაძლო ეფექტის თაობაზე. ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, რომლის მიზანია დადგეს ან რომლის შედეგადაც დადგება კონკრეტული გარემოება ან მოვლენა, ეს გარემოება ან მოვლენა, აგრეთვე ამ პროცესის განმავლობაში აღნიშნული გარემოების ან მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით განხორციელებული შუალედური ნაბიჯები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტი ხასიათის ინფორმაციად.

3. ინფორმაციად, რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, მიიჩნევა ინფორმაცია, რომელსაც საღად მოაზროვნე ინვესტორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებდა.

მუხლი 45 3. ინსაიდერული ვაჭრობა

1. ინსაიდერული ვაჭრობა არის ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება. ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება და სავაჭრო დავალება პირმა ამ ინფორმაციის ფლობამდე გასცა.

2. ქმედება მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიებად მიიჩნევა, თუ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირი:

ა) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს,  რათა  მან  შეიძინოს  ან  განკარგოს ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება;

ბ) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალება, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება.

3. მესამე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დაყოლიების საფუძველზე განხორციელებული ქმედება ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა, თუ მესამე პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირი ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრია;

ბ) პირი ემიტენტის კაპიტალში აქციებს ან წილს ფლობს;

გ) პირს ინსაიდერულ ინფორმაციაზე ხელი მისი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიუწვდება;

დ) პირმა ინსაიდერული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზით მოიპოვა.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობს.

6. იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც ინსაიდერულ ვაჭრობად არ მიიჩნევა.

მუხლი 45 4. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება

1. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა ამ კანონის 453 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულმა პირმა მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნა.

2. ამ კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციასთან ან დაყოლიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა, თუ ამ ინფორმაციის გამამჟღავნებელმა პირმა მისი გამჟღავნებისას იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ამ მუხლის მოთხოვნები და განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირს დამატებითი ვალდებულებები დაუდგინოს.

მუხლი  455.  ინსაიდერული  ინფორმაციის  საჯაროდ  გამჟღავნებასთან  დაკავშირებული მოთხოვნები

1. ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ საჯაროდ გაამჟღავნოს მასთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი წესის შესაბამისად დაადგინოს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნების ფორმები, საშუალებები და ვადები.

2. ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუ სრულდება შემდეგი 3 პირობა: ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ საჯაროდ გამჟღავნებამ შეიძლება ემიტენტის ლეგიტიმური ინტერესები დააზიანოს, მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნება საზოგადოებას შეცდომაში არ შეიყვანს და ემიტენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება განსაზღვროს დამატებითი შემთხვევები, როდესაც ემიტენტს უფლება აქვს, დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე პირობები, რომლებიც ემიტენტმა მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნებისას უნდა დაიცვას.

3. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ის ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების ვალდებულებაც მას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აკისრია, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

4. ემიტენტი ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედი პირი, რომელიც მესამე პირს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ კანონის 454 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნებს, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია სრულად საჯარო გახადოს. განზრახ გამჟღავნებისას ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს თანადროულად, არაგანზრახ გამჟღავნებისას კი − დაუყოვნებლივ. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ინსაიდერული ინფორმაციის იმ პირისთვის გამჟღავნებაზე, რომელიც კანონმდებლობის, წესდების ან ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

5. ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელიც, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მასთან არის დაკავშირებული, ვალდებული არიან ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინონ მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგების დადების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების წესს, აგრეთვე შესაბამის გამონაკლის შემთხვევებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

6. ამ თავის მიზნებისთვის ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირი არის:

ა) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრი;

ბ) ემიტენტის მმართველობითი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრი, რომელსაც რეგულარულად მიუწვდება ხელი ემიტენტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ინსაიდერულ ინფორმაციაზე და რომელიც უფლებამოსილია მიიღოს ისეთი მმართველობითი გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებელია ემიტენტის განვითარებასა და მისი ბიზნესის პერსპექტივაზე გავლენა მოახდინოს.

7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედ პირებს დაუდგინოს ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირების შესახებ ჩანაწერის წარმოების წესი.

მუხლი 456. საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

1. პირი, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, აგრეთვე პირი, რომელიც საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით იმავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას, ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი (მომზადებული ან გავრცელებული) ინფორმაცია ობიექტური იყოს, და იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება, საკუთარი ინტერესები გაამჟღავნონ ან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მიუთითონ.

2. უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ვალდებულია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.

3. ამ მუხლით, ამ კანონის 454 მუხლითა და 451 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების ან საინვესტიციო რეკომენდაციის მომზადების ან გავრცელების მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის უფლების სხვაგვარად განხორციელება, გათვალისწინებული უნდა იქნეს პრესის თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე ჟურნალისტური პროფესიის მარეგულირებელი წესები. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ შესაბამისი პირი ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მასთან დაკავშირებული პირი ინფორმაციის გავრცელებით ან გამჟღავნებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს იღებს ან თუ ინფორმაციის გავრცელების ან გამჟღავნების მიზანია ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანა.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ (გარდა ჟურნალისტისა, რომელიც პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება) ინფორმაციის ობიექტურად წარმოდგენის (მომზადების ან გავრცელების) და პირადი დაინტერესების ან ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების წესი.“.

14. 55-ე მუხლის:                         

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან/და პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები;

ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;

გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა;

დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება − ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რისთვისაც პირს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

„თავი IX1

გარკვეული კატეგორიის ემიტენტებისთვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნა

მუხლი 552. პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები

1. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე განთავსდა ან/და შეთავაზებულ იქნა, არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი (პრივატიზებული საწარმო) არ მიიჩნევა ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ანგარიშვალდებულ საწარმოზე არ ვრცელდება, თუ:

ა) მას ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად აქვს დამტკიცებული;

ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა, აკმაყოფილებს პირველი კატეგორიის საწარმოსთვის ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან ამ კანონის ამოქმედებამდე მოიხსნა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის 3-თვიანი ვადა აითვალოს ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდებიც საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან ამ კანონის ამოქმედებამდე მოიხსნა, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველი კატეგორიის საწარმოს ან მეორე კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნება 2018 წლის საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით.

მუხლი 3.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი წესების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების გამოცემა ან/და გამოცემული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 151 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ემისიის პროსპექტის მომზადებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული წესები;

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი; 

გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული პერიოდული ანგარიშების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესები;

დ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ წარსადგენი შეტყობინების ფორმა და წარდგენის წესი;

ე) ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დადგენის წესი;

ვ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრულ ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესები.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-14 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2020 წ.

N6673-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.