„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5009-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715011, 15/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.016415
  • Word
5009-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110715011, 15/07/2011
040170280.05.001.016415
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“;

ბ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“;

გ) 61-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას:

ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების,  საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ  საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;

გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს.“.

2. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“.

3. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული ან/და ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული  მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;

ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.“.

6. 27-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ და „ბ2 ქვეპუნქტები:

„ბ1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

2) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;“;

ბ) „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

2) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;“.

7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

2) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული  შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;“;

ბ) „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

2) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;“.

8. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ეროვნულ ბანკს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.

9. მე-40 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და მისი მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის რეგისტრირებული  მესაკუთრეობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.“.

10. 434 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევენ დაკავშირებული პირები ან ამ ფონდში მმართველები ან რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან დაკავშირებული პირები, მაშინ საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ასეთი ინფორმაცია გახადოს საჯარო.“.

11. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია

აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით:

ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს რეგისტრირებულ  მესაკუთრეობაში;

ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ  ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემა.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5009-რს