დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1678 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 12/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.05.001.003.618 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.“;
ბ) მე-13–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.
14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვ-ნული ბანკის მიერ.
15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არის/არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“;
გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესა-ხებ – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზედაც ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“;
დ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) 32-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც ხორციელდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.“;
ვ) 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით.“;
ზ) 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირე-ბული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის.“;
თ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობს/კისრულობენ ვალდებულებას, განათავსოს/განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:
ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;
ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.“;
ი) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, – უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.“;
კ) 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.“;
ლ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“;
მ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირები, რომლებიც ასეთად აღიარებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.“;
ნ) 62-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია განა-ხორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინებს ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი
1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ.
2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც მიიჩნევა საჯარო შეთავაზების განაცხადად:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილი განაცხადი;
ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაში – ხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებული არიან, როგორც პასუხისმგებლები ემიტენტის მართვაზე (პასუ-ხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს:
ბ.ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მის სახელს, მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროებისამებრ – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;
ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;
ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;
ბ.დ) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:
ბ.დ.ა) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასსა და საორიენტაციო რაოდენობას;
ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა მთელი ემისიის ფასიანი ქაღალდების ნაწილი, – ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;
ბ.დ.გ) ინფორმაციას იმის შესახებ, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;
ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს;
ბ.დ.ე) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას.
3. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.
4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა.
5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
6. თუ რომელიმე ემიტენტის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, მაშინ ასეთ ემიტენტს შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი რეგუ-ლირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.
7. შეთავაზების განაცხადის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და თუ:
ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესა-ბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს, წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომელთაც ხელახლა განიხილავენ;
ბ) დაამტკიცა ემისიის პროსპექტი, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწვდის მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;
გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს, წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, შეიძლება წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;
დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაშინ 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.
8. საბოლოო პროსპექტში მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია არ უნდა იყოს 18 თვეზე უფრო ადრინდელი. ტექსტში მოყვანილი აღწერები უნდა შეესაბამებოდეს უახლეს შესაძლო თარიღს.
9. 10 დღის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.
10. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.
12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის, განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისათვის ამ კანონით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს:
ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;
ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე, ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო.
13. არც ერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ იქნება პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ ამის შესახებ მითითებულია ემისიის პროსპექტში ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:
ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომ-ლებიც მოცემულია საბოლოო პროსპექტში მისი საქმიანობის ან საქმიანობაზე თანხმობის შესახებ, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ემიტენტს;
ბ) საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე მან დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;
გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მოცემული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს ასეთი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი.
14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ ემისიის პროსპექტის გარეკანზე არ არის მითითებული), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვე-ვით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით.
15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.“.
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;
ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი შეიტყობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.
5. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.“.
6. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე
1. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე მისი გავრცელება.
2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ ნებისმიერი სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.
მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება
1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება გააუქმოს.
2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ, უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით.
მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს, რომელიც შეიცავს შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ფასს; თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა.
3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე, ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები.“.
7. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული ტიპის ანგარიშვალდებული საწარმოები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოთა მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოთა საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალ-დების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.“.
8. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია, თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან იმოქმედონ ამ წესის მიხედვით.“;
ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, რეგისტრატორს მას უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;
დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით;
ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;
ვ) თუ ემიტენტი არის ანგარიშვალდებული საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, – მისი მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.“;
გ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია, ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის ემიტენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათ-ვალისწინებული წესი.“.
9. მე-11 მუხლის პირველი–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:
ა) წლიური ანგარიში;
ბ) ნახევარი წლის ანგარიში;
გ) მიმდინარე ანგარიში.
2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 15 მაისისა. აღნიშნულ წლიურ ანგარიშს წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგა-რიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.
3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). აღნიშნული ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.
4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი.
5. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშის ფორმა.
6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ისე საფონდო ბირჟას.
7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინ-ფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.
8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.“.
10. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.
11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ
1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.
2. ანგარიშვალდებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკს ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნული ბანკი დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთანავე, თუ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთჯერ შეუძლია;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.“.
12. მე-14 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი ან პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ ატყობინებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.
2. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჯგუფი საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.
6. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ აქციებზე ხმის გამოყენების უფლება.“.
13. მე-15 მუხლის:
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე განცხადების გაკეთებას კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ბენეფიციარი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;
ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან მასზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“.
14. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.“.
15. 161 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.“.
16. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ყოველგვარი დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.
17. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები.
3. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დააზუსტოს საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის პროცედურები.“.
18. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ლიცენზიის სახეები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:
ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია;
გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
19. 23-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“;“.
20. 231 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთი პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.“.
21. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს;
ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).“.
22. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც:
გ.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად;
გ.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი;
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“.
23. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
ვ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
ზ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;
თ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“.
24. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
გ) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);
დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;
ვ) პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;
ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;
ი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“.
25. 31-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:
ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.
3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.“.
26. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.“.
27. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების შემოწმება, რისთვისაც შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.“.
28. 33-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ან არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:
ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე;
ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.“.
29. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საფონდო ბირჟის წევრმა შეიძლება სასამართლოში გაასაჩივროს საფონდო ბირჟის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და ბირჟის მიერ დადგენილ წესებს.“.
30. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.
2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
3. საფონდო ბირჟისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია.
4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.
5. საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.
31. 38-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ ანგარიშის ასეთი შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობისა.“.
32. მე-40 მუხლის:
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და თავისი წესების შესრულება.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებისა და შინაგანაწესის დებულებებს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას რეგისტრატორი უფლებამოსილია, ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ანგარიშის მფლობელის (მფლობელების) სახელს (სახელებს), ამონაწერის გაცემის დღესა და დროს (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდს), ემიტენტის სახელს და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატო-რისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.“;
გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:
ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ბ) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
8. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტი, მაშინ იგი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს ამ ფაქტის შესახებ.“;
ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მომზადებულ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.“.
33. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საფონდო ბირჟამ ან დეპოზიტარმა ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანის ან წესების გაუქმების შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.
34. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება
1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნული წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს შესაბამის წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.
2. შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს ან შეაჩეროს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერი წესი, თუ მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესი:
ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას;
ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია, საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დააკისროს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კანონის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროშია.
4. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ დადგენილ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები.
6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.
7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
8. სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის მოქმედება.“.
35. 432 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი შექმნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციისათვის უგზავნის განაცხადს.
2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს განაცხადი. თუ განაცხადი არასრულყოფილია, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება (შევსება).“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება (ინვესტირება).“.
36. 433 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 433. გამოცდილ ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის განაცხადი
საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) კომპანიის რეკვიზიტები;
ბ) მმართველის (მმართველების), დეპოზიტარის (თუ ასეთი ჰყავს), აუდიტორის ან სხვა მომსახურე პირთა ვინაობა და მისამართი;
გ) ყველა მისამართი, რომელიც მონაწილემ (ინვესტორმა) უნდა იცოდეს, რათა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ფონდის შესახებ, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;
დ) ფონდში ახალი მონაწილეების (ინვესტორების) შეყვანის პირობები;
ე) ფონდის მართვისათვის მმართველის (მმართველების) სასარგებლოდ გადასახდელების შესახებ.“.
37. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მათი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით:
ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს, მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;
გ) სამართალდამრღვევ პირს შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა გარკვეული პერიოდით;
დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.
38. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:
„მუხლი 551. დარღვევები და სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიმართ გამოიყენოს სანქციები შემდეგი დარღვევებისათვის:
ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესების დარღვევა;
ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა;
გ) ლიცენზიის წესების დარღვევა;
დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების მიერ;
ე) საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო, კონფიდენციალობის მოთხოვნების ან/და წესების შემუშავების პროცედურის დარღვევა;
ვ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ბროკერის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა.
2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1678–IIს
დოკუმენტის კომენტარები