დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3714-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.102020 |
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს ფლობს მხოლოდ თავის სასარგებლოდ.“; ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი: „161. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი – ემიტენტი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები.“; გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“; დ) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 24. რეგისტრირებული მფლობელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს ფლობს თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ნომინალური მფლობელი).“; ე) 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი.“; ვ) 33-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 პუნქტი: „331. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ქაღალდის ფორმით არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში.“; ზ) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც რეგისტრირებული მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და რეგისტრირებული მფლობელის სასარგებლოდ ჩაერთოს ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“; თ) 43-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 პუნქტი: „431. ანგარიშის მწარმოებელი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი.“; ი) 44-ე და 45-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია ამ რეესტრში რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“; კ) 50-ე და 501 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „50. ცენტრალური დეპოზიტარი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირებას და ასრულებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებიდან ერთს მაინც, აგრეთვე შეუძლია განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებს ასრულებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 501. წევრი – საფონდო ბირჟის წევრი საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად ან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მონაწილე ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად.“; ლ) 501 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 502 პუნქტი: „502. სისტემის მონაწილე (მონაწილე) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სისტემის მონაწილე (მონაწილე).“; მ) 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. წერილობითი ფორმა – ქაღალდის (მატერიალური დოკუმენტის) ან სხვა ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით წერილობითი კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა.“; ნ) 51-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 პუნქტი: „511. ხანგრძლივი მატარებელი – ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც პირს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში ისე შეინახოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა.“; ო) 68-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე და 70-ე პუნქტები: „69. ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელიც გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიშისგან და გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტთა მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ერთობლივად აღრიცხვისთვის. 70. ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელიც გამიჯნულია ანგარიშის მწარმოებლის საკუთარი ფასიანი ქაღალდების ანგარიშისგან და გამოიყენება ამ ანგარიშის მწარმოებლის კლიენტის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების სხვა კლიენტების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებულად აღრიცხვისთვის.“. 2. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფასიანი ქაღალდების შეთავაზება“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას), მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (მათი არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საქართველოში ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სახელს, რომლის სისტემაშიც განხორციელდება ფასიანი ქაღალდების ემისია; ინფორმაციას ზემოაღნიშნული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საქართველოს ეროვნული ბანკი საბოლოო პროსპექტის საფუძველზე რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და მის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ საიდენტიფიკაციო ნომერს.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. კერძო შეთავაზების საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კერძო შეთავაზების საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და ამ მიზნით დაადგინოს შესაბამისი ვალდებულებები.“. 5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ემიტენტები“. 6. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის დაფუძნებული.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.“. 7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი 1. საჯარო ფასიანი ქაღალდი საქართველოში გამოშვებული უნდა იქნეს დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. 2. ემიტენტი ვალდებულია საჯარო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები/საკითხები წესრიგდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ემისიისა და ანგარიშის წარმოების რეგულირების დამატებითი წესი. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი და ანგარიშის მწარმოებელი ვალდებული არიან ამ წესის მიხედვით იმოქმედონ. 5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. ფასიანი ქაღალდების ფორმა. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი 1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია საქართველოში გამოშვებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) რეგისტრირებული ფორმით, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით; ბ) დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში; გ) კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით. 2. ერთი და იმავე კლასის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დემატერიალიზებული გახდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი, აგრეთვე განსაზღვროს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შეზღუდვები და მოთხოვნები რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ფლობის მიმართ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან ამ წესების მიხედვით იმოქმედონ. 4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს წინა ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 5. თუ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების რეესტრს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოებს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ცენტრალურ დეპოზიტარს. 6. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 9. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს და გამოაქვეყნოს თავისი ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მისი ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა.“. 10. მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელზე, რომელიც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს მხოლოდ კლირინგის ან ანგარიშსწორების მიზნებისთვის ფლობს, ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მწარმოებელზე/ნომინალურ მფლობელზე, თუ მას ამ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ წერილობით ან ელექტრონული საშუალებით გაცემული მითითების საფუძველზე.“. 11. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემთავაზებელს ეკრძალება, განახორციელოს ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის მესაკუთრე გახდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) სატენდერო შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადებისა და განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების, აგრეთვე სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“. 12. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“. 13. მე-18 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება საფონდო ბირჟის გარეთ იდება და გარიგების თანხა 100 ლარს აღემატება, საბროკერო კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ამ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 14. მე-19 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელთანაა – მათი ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში აღრიცხვის მომენტიდან.“; გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 15. 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შეინახოს და აღრიცხოს თავისი კლიენტების საინვესტიციო სახსრები ან/და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის ან/და ანგარიშის მწარმოებლის მომსახურება; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და ფასიანი ქაღალდების ანგარიშები და აწარმოოს მათზე ოპერაციები, აგრეთვე ჩაერთოს კლიენტთა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში;“. 16. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) იმის შესახებ, რომ მისი ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, მართვისა და კონტროლის სისტემები, შეესაბამება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ წესს (მისი დადგენის შემთხვევაში);“; ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) იმის შესახებ, თუ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელი ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების განხორციელებას გეგმავს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი; ო) რომლებიც დაადასტურებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემის მომენტში ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია უნდა შეიცავდეს იმ ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც ცენტრალურ დეპოზიტარს ამ ლიცენზიის საფუძველზე აქვს მინიჭებული.“; დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. 31-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.“. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 და 312 მუხლები: „მუხლი 311. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია 1. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას იწყება სუბიექტის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. ამ პირზე გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე. 3. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ლიკვიდატორი ვალდებულია სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია მათი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობა და საფუძველი. 5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს: ა) გარიგება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა; გ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას. 6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივები (გარდა ამ კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს სუბიექტის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას მის გადაცემაზე კრედიტორის/მოვალის თანხმობაა საჭირო, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორის/მოვალის თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. მისი თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები. 7. ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება. 8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში სუბიექტის სახელით განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად დაკავშირებულმა პირებმა საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღეს ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლეს, რამაც სუბიექტს ან/და მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. მუხლი 312. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება 1. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო მასა შედგება სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს, როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები. 3. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით აღრიცხვისთვის იყენებს, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, რესტიტუციაზე კლიენტების მოთხოვნები ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით ვრცელდება აგრეთვე იდენტური კლასის იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს თავის სასარგებლოდ. 4. ლიკვიდატორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ახორციელებს მათი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალში ან ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან ცენტრალურ დეპოზიტარს ლიკვიდატორი შეარჩევს. 5. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტთა აქტივების ერთობლივი აღრიცხვისთვის გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, ეს აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების პროპორციულად განაწილდება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც საბროკერო კომპანიას/ცენტრალურ დეპოზიტარს შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა; ბ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების დაკარგვის ან არამართლზომიერი განკარგვის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „გ“ და „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); დ) საბიუჯეტო დავალიანებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ე) სხვა მოთხოვნები საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ვ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ზ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); თ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები. 7. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფულადი სახსრები არსებობს და წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები (ფულადი სახსრები) (მათი არსებობის შემთხვევაში) განაწილდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის პარტნიორებზე/აქციონერებზე მათი კუთვნილი წილების პროპორციულად. 8. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სათანადო რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სათანადო რეესტრიდან ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად სუბიექტის გარდაქმნისა, რა შემთხვევაშიც ლიკვიდაციის დასრულების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება. 11. გამონაკლის შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ/ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გარდაიქმნას განსხვავებული საქმიანობის საზოგადოებად.“. 19. 32-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას – მათი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფინანსურ ინსტიტუტს, კლიენტთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ფარგლებში – ემიტენტს ან/და ემიტენტის მიერ განსაზღვრულ პირს, ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ემიტენტს უფლება აქვს, უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის საშუალებით მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული, კორპორაციული ქმედებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ინვესტორის/რეგისტრირებული მესაკუთრის/ერთეულის მფლობელის და მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც ემიტენტის მიერ არის გამოშვებული. ემიტენტს მისი ან მის მიერ განსაზღვრული პირის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიეწოდება აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში მომდევნო საფეხურის ანგარიშის მწარმოებლის/ნომინალური მფლობელის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.“. 20. 341 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. საფონდო ბირჟის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე წარდგენილ შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და საფონდო ბირჟას აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს უარს ახალი წესების მიღებაზე, არსებულ წესებში ცვლილების შეტანაზე ან მათ გაუქმებაზე.“. 21. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარი 1. ცენტრალური დეპოზიტარის ძირითადი მომსახურებებია: ა) ფასიანი ქაღალდების ემისიის რეგისტრაცია; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილისთვის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა და წარმოება; გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის ოპერირება (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი). 2. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად მომსახურებებთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურება/მომსახურებები, რომელიც/რომლებიც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის უსაფრთხო, ეფექტიან და გამჭვირვალე ფუნქციონირებას და არ იქნება დაკავშირებული დამატებით საკრედიტო ან ლიკვიდობის რისკთან, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება. 3. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მომსახურების/საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება/საქმიანობა უკვე გათვალისწინებულია ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიით. ცენტრალური დეპოზიტარი მის მიერ ძირითადი მომსახურების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობას იღებს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ სხვა მომსახურების/საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 4. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს ისეთი წესები და პროცედურები, რომლებითაც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ემისიის მთლიანობის დაცვას და გარიგებათა დროულ და ზუსტ კლირინგსა და ანგარიშსწორებას, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასთან, შენახვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. 5. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს მის სისტემაში მონაწილეობის საჯაროდ გამჟღავნებული, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის ღია და სამართლიან ხელმისაწვდომობას იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც მასში მონაწილეობა სურთ. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს, სისტემის მონაწილედ დაშვებაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, დაუშვას მის სისტემაში მონაწილეობის მსურველი სისტემის მონაწილედ. 6. ცენტრალურ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვისა და კონტროლის სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლებითაც უზრუნველყოფს მის საქმიანობასა და ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა და გარე ფაქტორებით განპირობებული რისკების მონიტორინგს, იდენტიფიკაციასა და მართვას და ამ რისკებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას. 7. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია თავისი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ჰქონდეს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პროპორციული კაპიტალი. ეს კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 8. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში: ა) რომლის საქმიანობაც თავად ცენტრალურმა დეპოზიტარმა ან საფონდო ბირჟამ შეაჩერა; ბ) რომელმაც არ შეასრულა ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების ვალდებულება; გ) რომელიც ისეთ ფინანსურ ან/და საოპერაციო სიძნელეებს განიცდის, რომ ცენტრალური დეპოზიტარი იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშის შეჩერების ან დახურვის შესახებ და საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობებს, რომ ამ ანგარიშის შეჩერება ან დახურვა აუცილებელია ცენტრალური დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად. 9. ცენტრალური დეპოზიტარის წესები გამჭვირვალე უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს: ა) მის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დადგენას; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისთვის; გ) მის მონაწილეთა მიერ ცენტრალური დეპოზიტარის წესების დარღვევის გამო მათი გარიცხვის, დაჯარიმების, მათთვის საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების და მათ მიმართ სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას; დ) მისი მონაწილეებისა და თანამშრომლების მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვას; ე) მისი მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ცენტრალური დეპოზიტარის ანგარიშების გახსნისა და მათი წარმოების პროცედურას. 10. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ცალ-ცალკე უნდა განსაზღვროს და საჯარო უნდა გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ფასები. ეს ფასები სამართლიანი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. 11. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ჩანაწერები და ანგარიშები ისე უნდა აწარმოოს, რომ სისტემის მონაწილეს მიეცეს ფასიანი ქაღალდების კლიენტის სასარგებლოდ ფლობის შესაძლებლობა ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე. ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილე ვალდებულია შესთავაზოს თავის კლიენტს, ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშსა და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშს შორის არჩევანი გააკეთოს, და აცნობოს მას თითოეული მათგანის არჩევასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების შესახებ. 12. ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა მას უნდა მიაწოდოს: ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისთვის; ბ) ინფორმაცია კონკრეტული პერიოდისთვის მის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ. 13. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერის გაცემის, მისი ფორმისა და შინაარსის მიმართ. 14. ცენტრალური დეპოზიტარის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 15. ცენტრალური დეპოზიტარის ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის 341 მუხლის 12 პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს. 16. ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 17. ცენტრალურ დეპოზიტარს ეკრძალება, განახორციელოს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა. 18. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების დამატებითი წესები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“. 22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „მუხლი 381. ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობები ემიტენტის მიმართ 1. ემიტენტს უფლება აქვს, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს მხოლოდ რისკების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ დეპოზიტარს არ შეუძლია შეასრულოს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების მიმართ. 2. ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს უფლება, ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს, თუ ამ ემიტენტს შესრულებული აქვს ცენტრალურ დეპოზიტართან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს. 3. ემიტენტს უფლება აქვს, მომსახურების გაწევაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, გაუწიოს ემიტენტს შესაბამისი მომსახურება. 4. ცენტრალურ დეპოზიტარს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებს ემყარება. 5. ცენტრალური დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს. 6. ემიტენტის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებსა და იმ საფონდო ბირჟებს, რომლებზედაც ემიტენტის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული. 7. თუ ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეჩერდა ან შეწყდა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეს არ აქვს უფლება, განახორციელოს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილი იმ ანგარიშის დადებეტება ან დაკრედიტება, რომელზედაც განთავსებულია ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, თუკი ცენტრალური დეპოზიტარის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 8. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ცენტრალური დეპოზიტარის წილის 10%-ზე მეტი, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს. 9. ცენტრალურ დეპოზიტარს, მისი მმართველი ორგანოს წევრს არ აქვს უფლება, იყოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომლის ფასიანი ქაღალდებიც ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაშია აღრიცხული. ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.“. 23. მე-40 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ნომინალური მფლობელის მოვალეობები“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს ემყარება. ეს შეთანხმება, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს, რომ, თუ ემიტენტს შესრულებული აქვს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უნდა უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისთვის, დივიდენდების განაწილებისთვის, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნებისთვის, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნების მიღწევისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებების განხორციელებისთვის. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−33 პუნქტები: „31. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა რეკონსილაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასთან არსებული, ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ჯამს უდრიდეს. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 32. თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული, ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც ნომინალური მფლობელის ჩანაწერებშია აღრიცხული. 33. თუ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული და ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც ნომინალური მფლობელის ჩანაწერებშია აღრიცხული, ნომინალური მფლობელი ვალდებულია: ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული: ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა; ბ.ბ) თუკი რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებული რეგისტრირებული მფლობელების უფლებების პროპორციულად შეამციროს მათი ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებული მფლობელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა მას უნდა მიაწოდოს: ა) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისთვის; ბ) ინფორმაცია კონკრეტული პერიოდისთვის მის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ.“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ეკრძალება, განახორციელოს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა ან/და საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა, თუ საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას მასთან დადებული აქვს ამ რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 24. 41-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საფონდო ბირჟას არ აქვს უფლება, რომ მას საკლირინგო-საანგარიშსწორებო მომსახურებას ერთზე მეტი ცენტრალური დეპოზიტარი უწევდეს.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 25. 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში);“. 26. IX1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვა“. 27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 553 მუხლი: „მუხლი 553. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები და პროცედურა 1. ამ კანონის 552 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ; ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე; გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა. 5. ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ.“. 28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 და 562 მუხლები: „მუხლი 561. ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადება, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა. 2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე განახორციელოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება იმ მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდა. ცენტრალური დეპოზიტარი იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას, რომლებიც ნომინალურ მფლობელობაში არცერთ მონაწილეს (ანგარიშის მწარმოებელს) არ ჰქონია, განახორციელებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს გადასცეს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომლებიც ფასიანი ქაღალდების რეესტრშია დაცული. 4. რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე პრეტენზიას აცხადებს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა. რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნამდე ჩერდება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის/ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე უფლებები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარი შესაბამისი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას განახორციელებს მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რაც მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) მიერ ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტების საფუძველია. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის დამატებითი წესები და მოთხოვნები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს შესაბამისი ვალდებულებები. 7. ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ნომინალური მფლობელი 2024 წლის 1 მარტამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ამ მუხლით დადგენილი წესით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანამდე მოქმედებენ 2024 წლის 1 მარტამდე არსებული წესით. მუხლი 56 2. ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შემდეგ საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.“. მუხლი 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს გამოცემული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი; დ) ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-17 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8, მე-10−მე-18 და მე-20−28-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8, მე-10−მე-18 და მე-20−28-ე პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3714-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები