დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4792-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.018071 |
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. აუდიტის კომიტეტი 1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ისე სხვა პირი (მათ შორის, საწარმოს თანამშრომელი); ამასთანავე, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი პირი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; ინფორმაციას ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები დირექტორების შემოსავლების შესახებ ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.“.
მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 15 მაისიდან. |
ქუთაისი, 19 თებერვალი 2016 წ. N4792-IIს |
დოკუმენტის კომენტარები